ირანში დაწყებულ აშშ-სა და ისრაელის ომზე, ამ თემაზე ტრამპის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებზე, ამ ომის დასრულების პერსპექტივებზე, რა პოზიცია აქვთ არაბულ ქვეყნებს, თურქეთს, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს ომი ირანში სამხეთ კავკასიაზე, საქართველოზე, ასევე რუბიო-კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარზე და იმაზე, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ვაშინგტონი და თბილისი აშშ-საქართველოს ახალი ურთიერთობების ძიებაში, „ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეს, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.
- ბატონო ემილ, ერთი თვეა, რაც აშშ-მ და ისრაელმა დაიწყეს ოპერაცია ირანში. ვითარება ირანში და ირანის ირგვლივ საკმაოდ რთულია.
ზოგის აზრით, ახლა სტრატეგიული უპირატესობა ირანის მხარესაა. მეტიც, ბევრი ტრამპის ირანში დამარცხებასაც კი პროგნოზირებს. მეორენი თვლიან რომ ტრამპი საკმაოდ თანმიმდევრულად აღწევს დასახულ მიზნებს ირანში.
ირანში აშშ-ისრაელის ერთ თვიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ თქვენ როგორ შეაფასებდით ვითარებას ირანში და იმას, რაც ირანის ირგვლივ ხდება?
- ამ მომენტისთვის ერთი რამ ნათელია: დაპირისპირება ირანთან ახალ ფაზაშია გადასული, როდესაც საუბარი უკვე უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის ჩატარებაზე მიდის. იქნება ეს ჰორმუზის სრუტის ირანის სანაპირო ზოლზე თუ სპარსეთის ყურეში არსებულ კუნძულებზე შეტევა, „ირანული პრობლემის“ მოგვარება აშშ-სა და ისრაელს მაინც იმ ფორმით არ გამოუვიდათ, როგორითაც თავიდან მოიაზრებდნენ.
ვაშინგტონსა და თელ-ავივში იყო მოლოდინი, რომ საჰაერო დაბომბვებით მმართველობის სისტემის ჩამოშლა მოხდებოდა. ალი ხამენეის ფიზიკური ლიკვიდაცია ამ მიზანს ემსახურებოდა. თუმცა ისლამურმა რესპუბლიკამ ახალი ვითარებისთვის მორგება მოახერხა, რაც არსებული მმართველობის სისტემის მოქნილობაზე უნდა მეტყველებდეს. მეტიც, აშშ-სთვის მოულოდნელი იყო ირანის მიერ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ასეთი ინტენსიური დაბომბვა თუ ჰორმუზის სრუტის თითქმის სრული ჩაკეტვა. ამიტომაც, ახლა ვითარება მეტად მძიმეა, არცერთ მხარეს არ შეუძლია მარტივად დათმობებზე წასვლა.
ისლამურმა რესპუბლიკამ ახალი ვითარებისთვის მორგება მოახერხა, რაც არსებული მმართველობის სისტემის მოქნილობაზე უნდა მეტყველებდეს. მეტიც, აშშ-სთვის მოულოდნელი იყო ირანის მიერ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ასეთი ინტენსიური დაბომბვა თუ ჰორმუზის სრუტის თითქმის სრული ჩაკეტვა. ამიტომაც, ახლა ვითარება მეტად მძიმეა, არცერთ მხარეს არ შეუძლია მარტივად დათმობებზე წასვლა
მიუხედავად ამისა, ირანი მიიჩნევს, რომ ასიმეტრიული ომის წარმოება უფრო მეტი ზიანის მომტანია აშშ-სთვის როგორც ფინანსურად, ასევე რეპუტაციულად. გათვლა ლოგიკურია: ირანიდან ერთ გაშვებულ დაბალფასიან დრონს შეუძლია, მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზა დაბლოკოს, ხოლო მის ჩამოსაგდებათ კი საჭიროა მრავალმილიონიანი საჰაერო ოპერაციების ჩატარება.
- აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისაგან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებს მივეჩვიეთ, მაგრამ, ახლა როცა ირანი მთლიანად სამხედრო მოქმედებების არენადაა ქცეული, ფაქტია, რომ ირანში ვითარება საკმაოდ რთულია.
ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ჭირს იმაზე საუბარი თუ ვინ მართავს ირანს. როგორც ჩანს, სიმართლეს მოკლებული არაა მტკიცება რომ გადაწყვეტილებებს რეგიონების მმართველები იღებენ.
ამერიკული წყაროებით პაკისტანის შუამავლობით თეირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თეირანი ამგვარ მოლაპარაკებებს უარყოფს. ამის ფონზე ტრამპი ხან აცხადებს რომ მან უკვე მოიგო ომი, ხან ამბობს რომ ამჟამად იგებს ომს, ხან იმას აცხადებს, რომ მას ირანში ომის მოსაგებად დახმარება სჭირდება რათა სრულად გაანადგუროს ირანის ბირთვული პროგრამა, ხანაც აცხადებს რომ თეირანი მას აიათოლობას სთავაზობენ, მაგრამ უარზეა.
ვიცე-პრეზიდენტი ვენსი აცხადებს - „ყველა სამხედრო მიზანს მივაღწიეთ, არ გვაქვს სურვილი ირანში დავრჩეთ, ერთი, ან ირი წლის შემდეგ, იქაურობას მალე დავტოვებთ“, მაგრამ, ვხედავთ რომ აშშ ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.“ ამაზე მეტყველებს ამერიკელი სპეცრაზმელების ირანის მახლობლად გადასროლის ფაქტები.
უკვე ვიცით, რომ ირანმა განაცხადა იმის შესახებ, რომ გამოაცხადა 1 მილიონი ჯარისკაცის მობილიზაციის შესახებ. ეს თეირანის მხრიდან ფსიქოლოგიური ომის ნაწილია თუ რეალობა, ამას მალე ვნახავთ.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ირანთან დაკავშირებით ტრამპის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები?
რამდენად დიდია აშშ-ს მხრიდან სპარსეთის ყურეში სახმელეთო ოპერაციის დაწყება?
- სახმელეთო ოპერაციის დაწყება ნამდვილად მოსალოდნელია. თუმცა, ირანი ერაყი არაა და გეოგრაფიულად უფრო ერთგვარ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენს, სადაც მთათა სისტემებისა თუ უდაბნოების გამო შეღწევა უაღრესად რთულია. ამიტომაც, თუ სახმელეთო ოპერაცია ჩატარდება, ის უფრო ხმელეთზე, ჰორმუზის სრუტის გასწვრივ ან სპარსეთის ყურეში კუნძლებზე იქნება მიმართული. ორივე შემთხვევაში რისკი აშშ-ის ჯარისთვის საკმაოდ დიდი იქნება.
ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბალისტიკური და სხვა სახის შეიარაღება, რომლითაც ის მარტივად მისწვდება ყურეში შეჭრილ მოწინააღმდეგეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანი დათმობებზე დათმობებზე წავიდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარი ჩამოსხდება.
თუ სახმელეთო ოპერაცია ჩატარდება, ის უფრო ხმელეთზე, ჰორმუზის სრუტის გასწვრივ ან სპარსეთის ყურეში კუნძლებზე იქნება მიმართული. ორივე შემთხვევაში რისკი აშშ-ის ჯარისთვის საკმაოდ დიდი იქნება
მარტივად წარმოსადგენია სცენარი, სადაც მეტოქის გამოჩენამ პირიქით ქვეყნის მოსახლეობა მეტად შეკრას. ასე მოხდა ირან-ერაყის ომის დროს, როდესაც სადამ ჰუსეინის სახით ახალგაზრდა ისლამურ რესპუბლიკას აშშ, საბჭოთა კავშირი და არაბული ქვეყნები ებრძოდნენ. ის გამოფიტვის ომში გადაიზარდა, რაც ერთი მთავარი განსხვავებით სავსებით შესაძლებელია აშშ-სთან მიმდინარე კონფლიქტშიც განმეორდეს: ნეგატიური გავლენა იქნება მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე აისახება.
- სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნები განსაკუთრები მძიმე მდგომარეობაში არიან დაბომბვებისა და არასტბილურობის გამო. ამის გარდა, იმის გამო რომ ჰორმუზის სრუტე დახურულია და ირანი სრუტიდან ნავთობით დატვირთული გემების გასაშვებად ფულს ახდევინებს, ვხედავთ, რომ იემენელი „ჰუსიტები“ - ისრაელის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ საკმაოდ რთულ სარაკეტო ოპერაციებს ახორციელებენ.
ამ მოვლენების ფონზე ვნახეთ ისიც რომ საუდის არაბეთმა უკრაინასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ეს რომ მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ტრამპს ირანში დახმარებაზე უარი უთხრეს. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია რომ ამერიკულ ძალებთან ევროპელ თავდაცვის უწყებებს კომუნიკაცია და თანამშრომლობა აქვთ.
თქვენ როგორ შეაფასებდით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პოზიციას ირანში დაწყებულ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით?
სავარაუდოდ, რა გეგმები აქვთ ამ ქვეყნებს თავიანთი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? რამდენად ენდობიან აშშ-ს, ანაც, როგორ უყურებენ ჩინეთს?
- სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს არ სურდათ, ომი დაწყებულიყო, რადგან ირანთან მეტ-ნაკლებად დალაგებული ურთიერთობები ჰქონდათ. იცოდნენ რა, რომ ომი აუცილებლად მათაც შეეხებოდა, კრიზისის განსამუხტად არაბული ქვეყნები აქტიურ დიპლომატიას მიმართავდნენ. ამ მხრივ ომანი განსაკუთრებულ პოზიციას იკავებდა, როგორც ვაშინგტონსა და თეირანს შორის საკმაოდ ეფექტიანი მედიატორი.
თუმცა, ახლა, როდესაც ომი უფრო რადიკალურ ფაზაშია გადასული, არაბული ქვეყნები დაინტერესებულები არიან, ირანის სამხედრო პოტენციალი მნიშვენლოვნად დაკნინდეს მომავალში საფრთხის აღმოსაფხვრელად.
ახლა, როდესაც ომი უფრო რადიკალურ ფაზაშია გადასული, არაბული ქვეყნები დაინტერესებულები არიან, ირანის სამხედრო პოტენციალი მნიშვენლოვნად დაკნინდეს მომავალში საფრთხის აღმოსაფხვრელად
არაბულ ქვეყნებს ესმით, რომ ომის დამთავრების შემდეგ მათ ისევ მოუწევს ისლამურ რესპუბლიკასთან თანაცხოვრება, ქვეყანასთან, რომელსაც, დიდი ალბათობით, ისევ ექნება შესაძლებლობა, დუბაისა და ერ-რიადს დრონები და ბალისტიკური რაკეტები დაუმიზნოს. ამავდროულად, მათთვის ისლამური რესპუბლიკის სრული ჩამოშლაც დიდ საფრთხეებთან იქნება დაკავშირებული.
- ვიდრე აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებდნენ, ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები საკმაოდ დინამიურად ვითარდებოდა. მეტიც, ირანი აქტიურად ეხმარებოდა რუსეთს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში.
ეს დახმარება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო რუსეთისათვის. ასე იყო მიუხედავად იმისა, რომ ირანსა და რუსეთს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაში არც ერთ მხარეს არ ჰქონდა ვალდებულება ურთიერთდახმარების შესახებ.
ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების პირველ ეტაპზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ჰქონდა მცდელობა აშშ-ისრაელსა და ირანს შორის რუსეთს შუამავლის როლი შეესრულებინა. ირანში მიმდინარე ომის ფონზე, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება რუსეთ-ირანის ურთიერთობები?
- რუსეთისთვის ირანი ისევ მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ პარტნიორად რჩება. ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი აგრძელებს ფუნქციონირებას და შესაძლოა დღეს კრიტიკულად მნიშნველოვან როლსაც კი ასრულებს ირანის ეკონომიკისთვის, რადგან სპარსეთის ყურით გამავალი ვაჭრობა მინიმუმდეა დასული.
ნაკლებად სავარაუდოა, მოსკოვმა თეირანს პირდაპირი სამხედრო დახამრება გაუწიოს. ამის ვალდებულება კრემლს არ აქვს. რუსეთის მიზანია „ირანის პრობლემა“ უკრაინის საკითხს დააკავშიროს იმ დიდ გეოპოლიტიკურ ვაჭრობაში, რაც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს.
სავარაუდოა, მოსკოვმა თეირანს პირდაპირი სამხედრო დახამრება გაუწიოს. ამის ვალდებულება კრემლს არ აქვს. რუსეთის მიზანია „ირანის პრობლემა“ უკრაინის საკითხს დააკავშიროს იმ დიდ გეოპოლიტიკურ ვაჭრობაში, რაც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს
ირანის საკითხზე შესაძლო დახმარების სანაცვლოდ, მოსკოვი დასავლური ქვეყნებისგან უკრაინის გარშემო დათმობებს მოელის. თუმცა, მოსკოვის გადმოსახედიდან, ირანმა მოახერხა კრიტიკული ზეწოლისთვის გაძლება. აღარ დგას ისლამური რესპუბლიკის სრული ჩამოშლის საშიშროება და ეს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი მოცემულობაა.
- მუსლიმურ სამყაროში, მათ შორის არაბულ ქვეყნებთან დამოკიდებულებას ადა მიმართებაში რომ თურქეთი და ირანი ერთმანეთის კონკურენტები არიან, ცხადია. ასე იყო მანამდეც, ვიდრე ირანში ფეხლევების დინასტიას დაამხობდნენ.
ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას ურთიერთობას ის განსაზღვავდა, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანა იყო. მათ შორის ბევრ საკითხში შეუთანხმებლობის გამო ანკარა და თეირანი ახერხებდნენ თანამშრომლობას მიუხედავად იმისა, რომ ირანი სირიაში იმ ძალებს აფინანსებდა, რომლებიც ებრძოდნენ სირიაში ალავიტებს.
თუმცა, იმ რთულ ვითარებაში, როცა მოსკოვი სირიაში ასადის რეჟიმს აძლიერებდა, მაგრამ ასადების რეჯიმი დაემხო, ყველაზე მეტი სარგებელი სწორედ თურქეთმა მიიღო თუნდაც იმის გამო რომ სირიის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე კონტროლი ქურთების საშუალებით გააძლიერა.
სავარაუდოდ, როგორია თურქეთის პოზიცია ირანში დაწყებული აშშ-ისრაელის მიერ სამხედრო ოპერაციის მიმართ, რომელიც არავინ იცის რამდენ ხანში და რა შედეგით დასრულდება?
- თურქეთს არ სურს მეზობლად ძლიერი, ბირთვული ქობინებით შეიარაღებული ირანის ყოლა. მთელ ახლო აღმოსავლეთსა თუ სამხრეთ კავკასიაში ეს ორი ქვეყანა უფრო უპირისპირდებოდა ერთმანეთს, ვიდრე თანამშრომლობდა. თუმცა, არის საკითხები, რომლებიც ამ ორ მოთამაშეს აერთიანებს.
ესაა ქურთების საკითხი. მაგალითად, როდესაც 2017 წელს ერაყის ქურთისტანმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა, თეირანი და ანკარა ერთხმად წინააღმდეგნი იყვნენ და საერთო სამხედრო ოპერაციის ჩატარების სურვილის კი გამოამჟღავნეს.
თურქეთს არ სურს მეზობლად ძლიერი, ბირთვული ქობინებით შეიარაღებული ირანის ყოლა. თუმცა, ანკარისთვის ისლამური რეპსუბლიკის არსებობა ისრაელის დასაბალანსებლად სულ უფრო მნიშვენლოვანი ხდება
ქურთების საკითხი დღესაც აქტუალურია იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია მთელი რეგიონის აყირავება. შესაბამისად, თურქეთს არ სურს დანაწევრებული ან თუნდაც უკიდურესად დასუსტებული ირანის ყოლა.
ანკარისთვის ისლამური რეპსუბლიკის არსებობა ისრაელის დასაბალანსებლად სულ უფრო მნიშვენლოვანი ხდება. მართლაც, დღეს თურქეთისთვის ისრაელი სომალილენდიდან სირიასა და ირანამდე გადაჭიმულ უზარმაზარ ტერიტორიაზე მთავარ მოწინაღმდეგედ ჩამოყალიბდა.
- ირანს საქართველოსთან საზღვარი არ აქვს, მაგრამ, იმის გამო რომ ირანი სამხრეთ კავკასიას ესაზღვრება, ფაქტია.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ეთნიკურად აზერბაიჯანელია, აზერბაიჯანს ირანთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს. გრიგორიანულ სომხეთს ირანთან საკმაოდ კარგი ურთიერთობები სსრკ-ს დროსაც კი ჰქონდა.
მეტიც, მანამდე, ვიდრე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შერიგების პროცესი დაიწყებოდა, ირანი აქტიურად უჭერდა მხარს ერევანს იმაში, რომ ზანგეზურის კორიდორი, ანუ მდინარე არაქსის ხეობაში მეღრის კორიდორი აზერბაიჯანს არ დაეკავებინა.
იმის გათვალისწინებით, რომ ორი ირანში მალე არ დასრულდება, იმის თქმაც ჭირს როგორი იქნება მისი შედეგი, ირანში მიმდინარე ომის ფონზე, სავარაუდოდ, რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოსთვის?
- ირანის დასუსტება როგორც რეგიონული ძალისა სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის ცვლილების საშიშროებას ქმნის. ამაში პირველ რიგში თურქეთისა და რუსეთის პოზიციების მოძლიერება იგულისხმება ისევე, როგორც, მაგალითად, ისრაელისა და აშშ-ისა. თუმცა, თავისი გეოგრაფიული და კულტურული გავლენების გამო სამხრეთ კავკასიაში წარმმართველი ძალები მაინც ისევ რუსეთი და თურქეთი იქნებიან.
ამიტომაც, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესი, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესი, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
თუმცა, მიუხედავად ირანის შესუსტებული პოზიციისა, ის მაინც საკმარისად მიმზიდველი იქნება სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყნებისთვის თურქეთისა და რუსეთის დასაბალანსებლად.
- გვერდს ვერ ავუვლით ამ დროისთვის ყველაზე აქტუალურ თემას, რომელიც ეხება აქტიურად განიხილება. მხედველობაში მაქვს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რუბიოსა და პრემიერ ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარი.
ყურადღებით გავეცანი ამ თემაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე ქართული მხარის გავრცელებულ ინფორმაციას და ამავე თემაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების განმარტებებს.
კარგია, რომ ოფიციალური ვაშინგტონისა და თბილისის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია შედგა. მართალია, ამ თემებზე სხვადასხვა ინტერპრეტაციები გვესმის, მაგრამ მაინც.
დამკვირვებელთა აზრით, ირანში ომის ფონზე რუბიოს ზარი კობახიძესთან მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვას, ჯერჯერობით, ამის არანაირი ნიშანი არ ჩანს და ამ თვალსაზრისით ოპტიმიზმის საფუძველიც არ ჩანს.
ძნელი წარმოსადგენია რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დათანხმდეს ევროპული არჩევანის გამო 100-ზე მეტი დაკავებულის გათავისუფლებას, ანაც ახალ არჩევნებს.
შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, ერთადერთი რაზეც შეიძლება უკან დაიხიოს მმართველმა გუნდმა, ეს ალბათ პროცესების მმართვაში ავტორიტარულ ტენდენციებია. ამის ფონზე ვხედავთ რომ ოპოზიციური ფრთა აშშ-ში ვიზიტს გეგმავს.
თქვენ როგორ შეაფასებდით რუბიო-კობახიძის სატელეფონო საუბარს? მხარეების მიერ ამ თემაზე ინტერპრეტაციები სავარაუდოდ, რას უნდა ნიშნავდეს?
- როგორც ერთ-ერთ წინა ინტერვიუში ვისაუბრე, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ტენდენცია სულ უფრო გამოკვეთილი ხდებოდა იმ შეხვედრებისა თუ განცხადებების კვალობაზე, რისი მომსწრენიც ბოლო თვეების განმავლობაში გავხდით.
გეოგრაფია თავისას შვრება. საქართველოს გარეშე აშშ-ის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში არ იქნება ისეთი სრული, რეგიონული ხასიათის როგორც ეს ვაშინგტონს სურს. რთულია თქმა, ეს დაახლოება რამდენად მივა ორ ქვეყანას შორის სტარტეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებამდე.
საქართველოს გარეშე აშშ-ის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში არ იქნება ისეთი სრული, რეგიონული ხასიათის როგორც ეს ვაშინგტონს სურს. რთულია თქმა, ეს დაახლოება რამდენად მივა ორ ქვეყანას შორის სტარტეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებამდე
ასეთი დოკუმენტების გარეშეც მარტივად შესაძლებელია დადებითი და ორმხრივ სარგებელზე ორიენტირებული ურთიერთობების აგება. მართლაც, საქართველოს აშშ-სთან ხომ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობები. მისი პრაქტიკული შედეგები კი, სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკურ თუ სამხედრო-ეკონომიკურ დონეზე დიდად არ შეიმჩნეოდა.
ამავდროულად, აზერბაიჯანი, რომელსაც ვაშინგტონთან 2026 წლამდე არ ჰქონდა სტრატეგიული ხასიათის კავშირი, ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის სხვადასხვა ადმინისტრაციასთან საკმაოდ მომგებიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება მოახერხა.
ამიტომაც, საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის ერთი კონკრეტული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების დადება საბოლოო მიზანს და კარგი ურთიერთობების გარანტიას არ უნდა წარმოადგენდეს.
სავსებით შესაძლებელია, ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაშიც პროდუქტიული ურთიერთობების ქონა, იქნება ეს აშშ-სთან, ჩინეთთან თუ რემელიმე სხვა დიდ ქვეყანასთან.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი