პარლამენტმა მსუბუქი ავტომობილების განბაჟების ტარიფთან დაკავშირებით ფრაქციის „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება „ჩააგდო“.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ალტერნატიულ პროექტს პარლამენტის 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 17-მა პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრის ამ შედეგით „ჩავარდა“ პროექტი, რომელიც 0-დან 10 წლამდე ასაკის მსუბუქი ავტომობილების იმპორტისთვის მოქმედი სააქციზო განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას, ხოლო 4.5-ლარიანი ტარიფის გავრცელებას მხოლოდ 10 წელზე უფროსი ასაკის სატრანსპორტო საშუალებებზე ითვალისწინებდა.
ამის შემდეგ, მეორე მოსმენით კენჭისყრაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატების პროექტი დადგა, რომლის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი 1 სმ3-ზე - 4.5 ლარის ოდენობით იქნება.
საკითხი 72-ხმით გავიდა. დღესვე მას მესამე მოსმებით განიხილავენ და დაჩქარებული წესით დაამტკიცებენ.
ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ ხორციელდება.