აირჩიე „პროკრედიტი“ შენი ბიზნესის განვითარებისთვის

განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, ბიზნესისთვის სწორი, პროფესიონალური რჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა. სწორედ ამ ხედვას ასახავს „პროკრედიტ ბანკის“ ბიზნეს მრჩევლის მომსახურება, პერსონალური კონტაქტი, რომელიც კომპანიას სიღრმისეულად იცნობს და მის საჭიროებებზე მორგებულ საბანკო გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

ბიზნეს მრჩევლის მომსახურება გამოირჩევა ევროპული მაღალი სტანდარტებით და პასუხისმგებლიანი მიდგომით, რაც თითოეულ კლიენტთან ურთიერთობას გრძელვადიან პარტნიორობად აქცევს. პროკრედიტში ყველა კომპანიას - იქნება ეს მიკრო, მცირე თუ საშუალო, ჰყავს პირადი ბიზნეს მრჩეველი, რომელიც ყოველდღიურ პროცესებში რეალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ეს ამარტივებს კომუნიკაციას ბანკთან და გადაწყვეტილებების მიღებას უფრო სწრაფსა და ეფექტურს ხდის. ბიზნეს მრჩევლის როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ დაფინანსებით. ის ბევრად ფართოა და მოიცავს როგორც ინვესტიციებთან დაკავშირებულ მხარდაჭერას, ასევე კონსულტაციას არასაკრედიტო სერვისებზე.

„ანგარიშების მართვა, გადარიცხვები, ვალუტის კონვერტაცია ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია, სადაც სწორი საბანკო გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეფექტიანობაზე. პროკრედიტის საერთაშორისო ჯგუფის წევრობა გვაძლევს შესაძლებლობას, ბიზნესს შევთავაზოთ უფრო მოქნილი და კონკურენტული პირობები” როგორც ბიზნეს მრჩევლის როლი პროკრედიტში სცდება მხოლოდ საკრედიტო მხარდაჭერას, ასევე თითოეული მომხმარებელი ბანკისთვის პარტნიორია, რომელთან ერთადაც განვითარების გრძელვადიანი ხედვა ყალიბდება. ამ პროცესში პროფესიონალური რჩევების გაზიარება და მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ის, რაც ბიზნესს ყველაზე მეტად სჭირდება, არის პარტნიორული ხედვა. როდესაც მომხმარებელი გრძნობს, რომ გესმის მისი საქმიანობა და მის საჭიროებებზე ხარ ორიენტირებული, სწორედ მაშინ იქმნება ნდობა და ეს ნდობა არის გრძელვადიანი განვითარების საფუძველი.“

1999 წლიდან ქართული ბიზნესის მხარდაჭერა პროკრედიტის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. წლების განმავლობაში დაგროვებულმა ცოდნამ, ბანკი ჩამოაყალიბა ბიზნესის სანდო, ძლიერ და სტაბილურ პარტნიორად, რომელიც გამოცდილი ბიზნეს მრჩევლების გუნდით მუდამ მზად არის, ბიზნესს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბანკო მომსახურება შესთავაზოს და ხელი შეუწყოს მათ შემდგომ განვითარებას.

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა