აირჩიე „პროკრედიტი“ შენი ბიზნესის განვითარებისთვის

განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, ბიზნესისთვის სწორი, პროფესიონალური რჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა. სწორედ ამ ხედვას ასახავს „პროკრედიტ ბანკის“ ბიზნეს მრჩევლის მომსახურება, პერსონალური კონტაქტი, რომელიც კომპანიას სიღრმისეულად იცნობს და მის საჭიროებებზე მორგებულ საბანკო გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

ბიზნეს მრჩევლის მომსახურება გამოირჩევა ევროპული მაღალი სტანდარტებით და პასუხისმგებლიანი მიდგომით, რაც თითოეულ კლიენტთან ურთიერთობას გრძელვადიან პარტნიორობად აქცევს. პროკრედიტში ყველა კომპანიას - იქნება ეს მიკრო, მცირე თუ საშუალო, ჰყავს პირადი ბიზნეს მრჩეველი, რომელიც ყოველდღიურ პროცესებში რეალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ეს ამარტივებს კომუნიკაციას ბანკთან და გადაწყვეტილებების მიღებას უფრო სწრაფსა და ეფექტურს ხდის. ბიზნეს მრჩევლის როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ დაფინანსებით. ის ბევრად ფართოა და მოიცავს როგორც ინვესტიციებთან დაკავშირებულ მხარდაჭერას, ასევე კონსულტაციას არასაკრედიტო სერვისებზე.

„ანგარიშების მართვა, გადარიცხვები, ვალუტის კონვერტაცია ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია, სადაც სწორი საბანკო გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეფექტიანობაზე. პროკრედიტის საერთაშორისო ჯგუფის წევრობა გვაძლევს შესაძლებლობას, ბიზნესს შევთავაზოთ უფრო მოქნილი და კონკურენტული პირობები”.

როგორც ბიზნეს მრჩევლის როლი პროკრედიტში სცდება მხოლოდ საკრედიტო მხარდაჭერას, ასევე თითოეული მომხმარებელი ბანკისთვის პარტნიორია, რომელთან ერთადაც განვითარების გრძელვადიანი ხედვა ყალიბდება. ამ პროცესში პროფესიონალური რჩევების გაზიარება და მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ის, რაც ბიზნესს ყველაზე მეტად სჭირდება, არის პარტნიორული ხედვა. როდესაც მომხმარებელი გრძნობს, რომ გესმის მისი საქმიანობა და მის საჭიროებებზე ხარ ორიენტირებული, სწორედ მაშინ იქმნება ნდობა და ეს ნდობა არის გრძელვადიანი განვითარების საფუძველი.“

1999 წლიდან ქართული ბიზნესის მხარდაჭერა პროკრედიტის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. წლების განმავლობაში დაგროვებულმა ცოდნამ, ბანკი ჩამოაყალიბა ბიზნესის სანდო, ძლიერ და სტაბილურ პარტნიორად, რომელიც გამოცდილი ბიზნეს მრჩევლების გუნდით მუდამ მზად არის, ბიზნესს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბანკო მომსახურება შესთავაზოს და ხელი შეუწყოს მათ შემდგომ განვითარებას.

(R)

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს