ნიკოლ ფაშინიანი პუტინს - არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ - რუსეთის მოქალაქეების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ შეიძლება ისინი დეპუტატობის ან პრემიერობის კანდიდატები იყვნენ

ციხეებში პოლიტიკური პროცესის მონაწილეები არ გვყავს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კრემლში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინის განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ სომხეთში ციხეებში „რუსული პასპორტების მქონე ბევრი პოლიტიკოსია“.

„გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ციხეებში პოლიტიკური პროცესის მონაწილეები არ გვყავს“, - უპასუხა ფაშინიანმა.

ასევე, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 7 ივნისს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.

„მსურს, თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობის მქონე პირებს შეუძლიათ. რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, არ შეიძლება ისინი დეპუტატობის ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები იყვნენ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა