საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი განსახილველად არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღო.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ „კიდევ ერთხელ წაახალისა „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის პრინციპების უგულებელყოფა და თვითნებობა“.

„2025 წლის 10 ნოემბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და გაასაჩივრა „ქართული ოცნების“ თვითმარქვია პარლამენტის მიერ დეპუტატ წულუკიანის თავმჯდომარეობით შექმნილი „ღალატის კომისიის“ კონსტიტუციურობის საკითხი.

აღნიშნული კომისიის ოფიციალურად გაცხადებულ მიზანს სწორედ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლის მომზადება წარმოადგენდა. თვითმარქვია პარლამენტის “ქართული ოცნების”უმრავლესობის მიერ პარტიათა აკრძალვის თაობაზე საკონსტოტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელიც, შესაბამისად, მთლიანად ამ კომისიის დასკვნას ეფუძნება.

საკონსტიტუციო სასამართლოსგან ვითხოვდით, რომ შეეფასებინა პარლამენტის საგამოძიებო კომისიისთვის პოლიტიკური პარტიების დაქვემდებარების შეუზღუდავი უფლებამოსილების კონსტიტუციურობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის განჩინება (საქმეზე №1915) წარმოადგენს კლასიკურ მაგალითს, როგორ შეიძლება, მწვავე პოლიტიკური კრიზისის დროს, სასამართლომ სამართლებრივი ფორმალიზმი გამოიყენოს პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ინსტრუმენტად. საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადა, კონსტიტუციურ კონტროლს დაუქვემდებაროს პარლამენტის ამ ფუნქციის თვითნებურად და რეპრესიულად გამოყენების შესაძლებლობა.

ეს ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართულ ოცნებას“ შეუზღუდავი უფლებამოსილება მიანიჭა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ჯგუფი ან ორგანიზაცია, კონსტიტუციური პრინციპების სრული უგულებელყოფით, თვითნებურად დაუქვემდებაროს თავის საგამოძიებო მექანიზმს, დაჭერის შიშით დაავალდებულოს მათ წევრებს გამოცხადება, მოსთხოვოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოტივებისა და მიზეზების ახსნა და ამით მათი პოლიტიკური დევნის წინაპირობები შექმნას.

მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უარი თქვა თავისი ძირითადი მოვალეობის განხორციელებაზე და კიდევ ერთხელ წაახალისა „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის პრინციპების უგულებელყოფა და თვითნებობა. ამ გადაწყვეტილებით მან წინასწარ მოამზადა საფუძველი წულუკიანის „ღალატის კომისიის“ დასკვნის საფუძველზე პოლიტიკური პარტიებისა და, შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის ასაკრძალად.

მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ქვეყანაში ავტოკრატიის კონსოლიდაციის პროცესთან დაკავშირებული ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, ფარულად განიხილა. შესაბამისად, ჩვენ წაგვერთვა შესაძლებლობა, ზეპირად მოგვესმინა არალეგიტიმური პარლამენტის წარმომადგენლების სამართლებრივი ახსნა-განმარტება და სათანადოდ დაგვეცვა ჩვენი, როგორც პოლიტიკური პარტიის არსებითი მნიშვნელობის ინტერესები, რაც თავის, მხრივ, არღვევს სამართლიანი სამართალწარმოების პრინციპებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ პარტიათა აკრძალვის სარჩელის დასაშვებობის საკითხი გადაწყდეს ზეპირი განხილვის საფუძველზე და საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება კვლავ არ გამოიტანოს დახურული პროცესის საფუძველზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა