პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სოციალ-დემოკრატების (Group of Socialists, Greens and Progressive Democrats) პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანდა. ინფორმაციას „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.
პარტიის განცხადებით, „აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფი ევროსაბჭოს კონგრესის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალაა“.
„პარტიას ამ პოლიტჯგუფში ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ბელა მოსია წარმოადგენს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.