სახალხო დამცველი - საქართველოში აუტიზმის მქონე პირები მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების პროცესში კვლავ არაერთი სისტემური გამოწვევის წინაშე დგანან

საქართველოში აუტიზმის მქონე პირები მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების პროცესში კვლავ არაერთი სისტემური გამოწვევის წინაშე დგანან- განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს აუტიზმის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომა, - ამის შესახებ აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, კოორდინირებული მუშაობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციებისა და სფეროს ექსპერტების ჩართულობით, სათანადო ძალისხმევა გასწიონ აუტიზმის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისათვის ხელშემშლელი ფაქტორების აღმოსაფხვრელად.

„2 აპრილს, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის შესაბამისად, მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნება, რომლის მიზანია აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სრული რეალიზაციის ხელშეწყობა.

2026 წელს აუტიზმის ცნობიერების მსოფლიო დღის თემაა: „აუტიზმი და კაცობრიობა – თითოეულ სიცოცხლეს აქვს ღირებულება,“ რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს აუტიზმის მქონე ყველა ადამიანის უფლებებისა და თანდაყოლილი ღირსების პატივისცემას, ცნობიერების ამაღლებიდან აქტიურ ჩართულობაზე გადასვლის საჭიროებას, ნეირომრავალფეროვნების აღიარებასა და მისი, როგორც მდგრადი და თანასწორი მომავლის განუყოფელი ნაწილის მიღების აუცილებლობას.

საქართველოში აუტიზმის მქონე პირები მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების პროცესში კვლავ არაერთი სისტემური გამოწვევის წინაშე დგანან. ამ დრომდე არ არის დანერგილი აუტიზმის მქონე პირთა ოჯახების ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული სერვისები. საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცველი დამოკიდებულება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და ინფორმაციის ნაკლებობა მნიშვნელოვნად აფერხებს აუტიზმის მქონე პირთა პოტენციალის სრულყოფილად რეალიზებას.

განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს აუტიზმის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომა. სომატური ჯანმრთელობის სერვისების დაგეგმვის დროს უნივერსალური დიზაინის გაუთვალისწინებლობა, შემთხვევათა მოქნილი და მულტიპროფილური მართვის სისტემის არქონა, სამედიცინო სერვისების მიწოდების პროცესში გონივრული მისადაგების პრინციპის უგულებელყოფა, სამედიცინო პერსონალის ნაკლები ინფორმირებულობა და სათანადო კომუნიკაციის უნარ-ჩვევების არქონა, არსებითად აფერხებს აუტიზმის მქონე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებების დაცვას.

მწვავედ დგას გეოგრაფიულად მისაწვდომის, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების დეფიციტი. მუნიციპალიტეტებში არსებული სამიზნე პროგრამები სრულყოფილად ვერ ფარავს აუტიზმის მქონე ბავშვთა საჭიროებებს, ხოლო, აუტიზმის მქონე ზრდასრულ პირთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამები კვლავ არ არის დანერგილი.

ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიწოდების პროცესში აუტიზმის მქონე ბავშვთა საჭიროებების სრულყოფილად გათვალისწინება. ასევე, ქცევის პოზიტიური მართვის მხარდამჭერი, ეფექტური, მიზნობრივი პროგრამების დანერგვა. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ მოხდეს აუტიზმის მქონე პირთა ღია შრომის ბაზარზე დასაქმების აქტიური ხელშეწყობაც.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს - კოორდინირებული მუშაობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა

, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციებისა და სფეროს ექსპერტების ჩართულობით, სათანადო ძალისხმევა გასწიონ აუტიზმის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისათვის ხელშემშლელი ფაქტორების აღმოსაფხვრელად, ამ პირთა ყველა საჭირო სერვისზე სრულყოფილი წვდომის უზრუნველყოფისა და თანასწორი, ინკლუზიური საზოგადოების ფორმირების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა