ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ „ძაღლებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე“ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ „ძაღლებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე“ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთებოდეს. მისივე თქმით, ყველაზე მეტად გორზეა ყურადღება გამახვილებული, ვინაიდან მოქალაქეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდნენ ძაღლები.

„შესაძლოა, იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უნდა დაინტერესდეს მთავარი პროკურორი, პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს აღნიშნული საკითხი რადგან გუშინ გავრცელდა შემაძრწუნებელი კადრები. ეს ყველაფერი, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული იყოს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უემოციო განცხადებების მოსახლეობა არ სჯერა.

მე მაქვს რამდენიმე კითხვა:

პირველი: საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რატომ არ გამოცხადდნენ ადგილზე, როდესაც მათი ვალდებულებაა, მოსახლეობის გამოძახების დროს გამოცხადებულიყვნენ ტერიტორიაზე. ისინი უნდა შესულიყვნენ. ტერიტორიაზე, რატომ არ შევიდნენ?

მეორე: როდესაც მრავლობითი კამერაა, არსებობს ჩანაწერები, საზოგადოებრივი ინტერესია, რომ აღნიშნული კამერები გასაჯაროვდეს, სრული ნახვა მოხდეს, რა ხდებოდა აღნიშნულ ტერიტორიებზე (გორში და ასე შემდეგ);

მესამე: როდესაც მოქალაქეები საუბრობენ, ძაღლები შეიყვანეს და ჯოჯოხეთური კვამლი ამოვიდა. 4 საათი ამოდიოდა კვამლი. არ ვიცით რას წვავდნენ, მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ძაღლები შეიყვანეს. აქ, ყველაზე მეტად გორზეა ყურადღება გამახვილებული. გორში არ ვიცით ეს ძაღლები სად გადაიყვანეს.

მეოთხე: როდესაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ძაღლის დაწვის სუნი იყო, აუცილებელია პროკურატურამ სწრაფი რეაგირება მოახდინოს. დასჯადია ცხოველზე სხვადასხვა ზემოქმედება, წამება. ჩემთვის როგორც ცნობილია, აქამდე გამოძიება არ დაწყებულა“,- აღნიშნავს ლაშა ტყეშელაძე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა