ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, ჰორმუზის სრუტის დახურვის ძირითად მიზეზს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმა წარმოადგენს.
„ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხების ძირითადი მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის უკანონო სამხედრო ოპერაციაა“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა.
მაო ნინგმა აშშ-სა და ისრაელს სამხედრო მოქმედებების დასრულებისკენ მოუწოდა.
„პრობლემის ფუნდამენტური მოგვარება სამხედრო გზით შეუძლებელია“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა.