ცხოველთა დამცველები - სურსათის ეროვნული სააგენტო პირად საუბრებში აღნიშნავს, რომ სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების უმეტესობა უკან აღარ დაბრუნდება, მათი პასუხია: ბუნებაში გავუშვით - ვითხოვთ ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას

ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას,- ამის შესახებ ცხოველთა დამცველებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ორგანიზაცია Animal Project-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, 2025 წელს საქართველოში დაიწყო მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის საპილოტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტერილიზაციისთვის გადაყვანილი ცხოველების უმრავლესობა უკან აღარ დაბრუნებულა.

„ხშირად მიჰყავთ უკვე სტერილიზებული საჭდიანი ცხოველებიც. ამ ფაქტებს ადასტურებენ მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდანაც მთელი საქართველოს მასშტაბით.

გვაქვს შემთხვევები წავკისშიც და თბილისშიც, მათ შორის ფონიჭალაშიც მიუხედავად იმისა, რომ თბილისს ეს საპილოტო პროგრამა არ ეხება, ბოლო პერიოდში ვირუსულად გავრცელდა კადრები ზუგდიდიდანაც, სადაც ადგილობრივმა მოქალაქემ, სალომე ფარცვანიამ შეძლო და გადაიღო ვიდეო-ფოტო მასალები, სადაც სავარაუდოდ, მისი მიკედლებული ძაღლიც წაიყვანეს და ნათლად ჩანს ამ ფოტომასალაში სტერილიზაციის გადაყვანილ ცხოველებს უკვე უკეთიათ საჭედები, თუმცა ცხოველები მაინც წაიყვანეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო საჯაროდ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ამბობს, რომ აღნიშნული ძაღლები გადაყვანილები არიან მანიპულაციებისთვის ქუთაისში და რომ ისინი დაბრუნდებიან უკან. სინამდვილეში, ფარცვანიასთან პირად საუბრებში ასევე რამდენიმე სხვა დაინტერესებულ პირთან: ვეტერინარებთან, ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირად საუბრებში აღნიშნეს, რომ ცხოველების უმეტესობა უკან აღარ დაბრუნდება. თუ სად მიჰყავთ ცხოველები ამაზე მათი პასუხი გახლავთ - ბუნებაში გავუშვით.

ნებისმიერ შემთხვევაში, გასტერილებული ცხოველების სხვა ტერიტორიებზე გადასახლება და მით უმეტეს მათი დაუსახლებელ ტერიტორიებზე დატოვება არის ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, არაჰუმანური აქტი, სრულიად ეწინააღმდეგება შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის, რომელიც 2025 წლის ივლისში თავადვე მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. გუშინ ზუგდიდელი ძაღლების ნაწილი მართლაც დააბრუნეს. ზუგდიდელი აქტივისტები დილის 7 საათიდან პატრულირებენ ქუთაისის თავშესაფართან, რომ ენახათ სად წაიყვანდნენ ძაღლებს. დაახლოებით 28 ძაღლი ჩამოსვეს სრულიად უკაცრიელ ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ 1 მანქანაა და არის ავტომაგისტრალი“,- აღნიშნავენ ცხოველთა დამცველები.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა