სლოვაკეთის პრეზიდენტი - საქართველოს გააჩნია სტრატეგიული პოზიცია აზიასა და ევროპას შორის - საქართველოს გვერდს ვერ შემოუვლის, ამიტომ, ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, რადგან შეიძლება, მომავალშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს

მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას - საქართველო ამ რეგიონის სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, - ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინმა მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

სლოვაკეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. საქართველო ამ რეგიონის სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს. სლოვაკეთი მონაწილეობას იღებს ევროპულ ინიციატივაში „გლობალური ჭიშკარი“ და ჩვენ დაინტერესებული ვართ, ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. საქართველოს გააჩნია სტრატეგიული პოზიცია ამ მარშრუტზე აზიასა და ევროპას შორის - ტრანსპორტის სფეროში, ასევე ენერგომატარებლების იმპორტის საკითხში. საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ შემოუვლის. ამიტომ, ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, რადგან მან შეიძლება, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ამ ჭრილში მომავალშიც.

ჩვენ ასევე გვაქვს სურვილი მოვაგვაროთ მეტი კონფლიქტი, რადგან ერთ-ერთი ეხება სლოვაკეთს და შევთანხმდით იმაზე, რომ კონფლიქტთან დაკავშირებით დიპლომატიური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რადგან მიმდინარე სიტუაციის თვალსაზრისით, დიპლომატიის გარეშე ეს კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ დასრულდება - ეს უკრაინას გაანადგურებს. ვხედავთ, რომ სამოქალაქო პირები იხოცებიან, დიდი რაოდენობის ჯარისკაცს კლავენ. არავის ინტერესში შედის, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს.

ჩვენ შევაფასეთ კონფლიქტი შუა აღმოსავლეთში, ირანში - ამ ომს უდიდესი გავლენა აქვს გლობალურ ეკონომიკაზე. თუ ის რამდენიმე კვირაში არ დასრულდება, უზარმაზარი გავლენა ექნება არამხოლოდ მსოფლიო ეკონომიკაზე, არამედ მან შეიძლება სლოვაკეთის ეკონომიკაზე მოახდინოს გავლენა. კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში სლოვაკეთს ეკონომიკური ზრდა არ ექნება, რამაც შეიძლება მოიტანოს 6%-ით ეკონომიკური ვარდნა.

რაც შეეხება უკრაინაში კონფლიქტს და მიმდინარე საომარ მოქმედებებს. გვინდა, რომ დიპლომატია იყოს ჩართული, თავიდან იქნეს აცილებული ესკალაცია - სხვა შემთხვევაში ვიხილავთ კონფლიქტებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, რაც საფრთხე იქნება მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა