მიხეილ ყაველაშვილი - სლოვაკეთი საქართველოს უახლესი მოკავშირე და მეგობარია - ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება

ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება. მწვავე გლობალური გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, საერთო ფასეულობებისა და მიდგომების მქონე ქვეყნების ურთიერთთანადგომა და მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტ, პეტერ პელეგრინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მათ განიხილეს დარგობრივი თანამშრომლობის ფართო პოტენციალი, რომელიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციის თემებს, ტურიზმს, თავდაცვასა და უსაფრთხოებას, კულტურას, განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებსა და სხვა მიმართულებებს.

„მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში, მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაში, რომელიც საქართველოს უახლესი მოკავშირე და მეგობარია. მადლობას ვუხდი პეტერ პელეგრინის მოწვევისთვის, თბილი მასპინძლობისა და შინაარსიანი, საინტერესო დიალოგისთვის. სლოვაკეთი ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად, რასაც გულწრფელად ვაფასებთ მეც და მთელი საქართველოც.

ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება. მწვავე გლობალური გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, საერთო ფასეულობებისა და მიდგომების მქონე ქვეყნების ურთიერთთანადგომა და მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვნად გვესახება მაღალი დონის შეხვედრების გაგრძელება. სწორედ ამ მიმართულებით ვისაუბრეთ უახლოესი პერიოდის კონკრეტულ გეგმებსა და პრიორიტეტებზე.

ასევე, განვიხილეთ დარგობრივი თანამშრომლობის ფართო პოტენციალი, რომელიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციის თემებს, ტურიზმს, თავდაცვასა და უსაფრთხოებას, კულტურას, განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებსა და სხვა მიმართულებებს. მისასალმებელია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყო ავიამიმოსვლა, ქუთაისსა და ბრატისლავას შორის, რაც კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ჩვენს ხალხებს და მეტი ტურისტი იქნება როგორც სლოვაკეთში, ასევე საქართველოში.

ჩვენი შეხვედრისას ხაზი გავუსვით, რომ კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზრდი პოტენციალი, ამასაც ძალიან გაგებით მოეკიდა ჩემი კოლეგა. იმიტომ, რომ ვიცით ჩვენი როლი სამხრეთ კავკასიაში. შუა დერეფნის თემა საქართველოს გარეშე, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია და ჩემმა კოლეგამაც აღნიშნა, ამიტომ უდიდესი პოტენციალია ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის. ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ სწორედ იმის დასტურია, რომ ეს შესაძლებლობები უფრო მზარდია და უფრო მეტი და მეტი ქვეყანა ინტერესდება იმით, რომ ამ რეგიონს მეტი ყურადღება მიაქციოს. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი და უფრო მეტი მეტი ძალისხმევა იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის გამოჩენილი, რომ ეს პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია შუა დერეფნის სახით, უფრო მეტად იყოს ათვისებული,“- განაცხადა ყაველაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა