ლევან ლორთქიფანიძე - ომბუდსმენის ანგარიში აჩვენებს, რომ როგორი პროსახელისუფლებოც არ უნდა იყოს სახალხო დამცველი, შეუძლებელია, ვერ შეამჩნიო ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც, მაგალითად, ვრცელდება პოლიტიკურ პროტესტზე

მინიმალური რეაქცია შეიძლება ყოფილიყო ირანის ელჩის დაბარება და ახსნა-განმარტების მოთხოვნა - თუ ღირსეული სახელმწიფო პოზიცია გაქვს, ქვეყანაში მოქმედი ელჩი ამ ენით არ უნდა გესაუბრებოდეს, არ უნდა გაშინებდეს. შეიძლება ასეთი რაღაც გითხრას დახურულ კარს მიღმა და გაგაფრთხილოს, რადგან ის მისი სახელმწიფოს პოზიციაა, მაგრამ საჯაროდ და „ფეისბუქზე“ ამას არ უნდა აცხადებდეს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა, ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, რითაც საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ლორთქიფანიძის შეფასებით, ირანის ელჩის განცხადება „სამარცხვინოა, როცა „ქართული ოცნება“ ირანს ემლიქვნელება“.

„გაგიკვირდებათ და ქართველთა ეს თვისება, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში შესანიშნავად აღწერა ილია ჭავჭავაძემ ლექსში - „ბედნიერი ერი“. ღირსება ნიშნავს, რომ ვისთანაც არ უნდა მიდიოდე, გაქვს მოქმედების ერთი სტანდარტი, მოქმედების ერთი ღირებულებები. შეიძლება ვიღაცასთან წახვიდე კომპრომისზე, ვიღაცასთან არა, მაგრამ მორალური სტანდარტი უნდა გქონდეს ერთიანი. „ბედნიერ ერში“ წერს, რომ ძლიერთან შეშინებულია, სუსტს აქეთ ჩაგრავს, მუდმივად იცვლის თავის პოზიციებს; რომ თავის დახრა მაშინდელ ქართველს ადვილად შეუძლია და ა.შ. „ქართული ოცნება“ ამ „ბედნიერი ერის“ ძალიან ნიშანდობლივი და ზუსტი წარმომადგენელია. გერმანიის ელჩს „ათრევენ“ დეპუტატების დონეზე. „კლოუნის“ როლს რომ ასრულებს პარლამენტში ირაკლი ზარქუა, ის დასცინის ხოლმე, აშაყირეს, გერმანულად მიმართავს ხოლმე, მაგრამ ირანის ელჩთან ისინი არიან გასუსულები, შეშინებულები. ღუდუშაური გამოვიდა და [თქვა,] „ჩვენ ჰო გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრიო“. გერმანიის ელჩთან არ გყავთ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ დაელაპარაკოს და განცხადება გააკეთოს მის პოზიციაზე? ეს ორმაგი სტანდარტია - მეგობარს გადაუარე და მტერს...

მინიმალური რეაქცია შეიძლება ყოფილიყო ირანის ელჩის დაბარება და ახსნა-განმარტების მოთხოვნა, რატომ გააკეთა ეს განცხადება და ეს მუქარა რატომ გააჟღერა საჯაროდ? თან რა არის იცით? ეგ ელჩმა ვერ უნდა გაგიბედოს. თუ შენ გაქვს ღირსეული სახელმწიფო პოზიცია, ქვეყანაში მოქმედი, შიგნით მცხოვრები ელჩი ამ ენით არ უნდა გესაუბრებოდეს. არ უნდა გაშინებდეს. შეიძლება ეგეთი რაღაც გითხრას დახურულ კარს მიღმა და გაგაფრთხილოს, რადგან ის მისი სახელმწიფოს პოზიციაა, მაგრამ საჯაროდ და „ფეისბუქზე“ ამას არ უნდა აცხადებდეს.

ასეთი რამ ელჩებმა ვერ უნდა გაგვიბედონ. მით უმეტეს, სამარცხვინოა ირანის ელჩის ეს განცხადება, როცა „ქართული ოცნება“ მათ ემლიქვნელება და ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ასიამოვნოს. ხან ანძას აანთებენ ირანის დროშების ფერებში, ხან შაჰ-აბასის დაბადების დღეებზე დადიან და ა.შ., მაგრამ მიუხედავად ამ კომპრომისისა, თავის დახრისა, ასე იქცევიან ხოლმე.

ცნობილ ფილმშია ეპიზოდი, რომ მზესუმზირამ შეიძლება თავი დახაროს, მაგრამ ძალიან ქვევით თუ დახრის თავს, ის ხმება და ნადგურდება. „ქართული ოცნება“ ჰგავს ასეთ მზესუმზირას, რომელმაც ძალიან დაბლა დახარა თავი და ახლა უკვე მას დასცინიან, არაფრად აგდებენ, ემუქრებიან ბომბებით და დრონების ელჩები ქვეყნის შიგნიდან“,- განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

ამასთან, მან შეაფასა ის რეკომენდაციები, რომლებიც ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესმა საქართველოს შესახებ მიიღო. მისი თქმით, „ეს აჩვენებს იმას, რომ ევროპა დემოკრატიის საკითხთან დაკავშირებით ერთიანია“.

„სადაც არ უნდა წავიდეს „ქართული ოცნება“, ვისთანაც არ უნდა მივიდეს ევროპაში, თუ ის ორბანი არ არის, ეტყვის, რომ „კანონი გრანტის შესახებ“, „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ - ეს კანონები არის რეპრესიული, დრაკონული და არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. არ შეიძლება ასეთი კანონების პირობებში, დემოკრატია შენარჩუნდეს ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ეს უკვე აღარ აინტერესებს, ევროპის პოზიცია არ აინტერესებს. ის ევროპისგან იზოლირებულია და უსმენს მხოლოდ ავტორიტარულ რეჟიმებს და მათ პოზიციებს. ევროპის ეს იგნორი უფრო მეტად აზარალებს საქართველოს და ის კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში ექცევა არა მხოლოდ პოლიტიკის თვალსაზრისით, არამედ ამას ექნება ეკონომიკური გამოხატულებაც“,- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

გარდა ამ თემისა, ლორთქიფანიძემ ისაუბრა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის 2025 წლის ანგარიშზე და შეაფასა ის თემები, რომლებიც მან ყოველწლიურ ანგარიშში მიმოიხილა. მისი შეფასებით, „როგორი პროსახელისუფლებოც არ უნდა იყო, შეუძლებელია, დღეს ქვეყანაში ვერ შეამჩნიო ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც მაგალითად, ვრცელდება პოლიტიკურ პროტესტზე“.

„ვხედავთ, რომ როგორი ლოიალურიც არ უნდა იყოს სახალხო დამცველი ხელისუფლების მიმართ და როგორი საკუთარი ანგარიშებიც არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებასთან, როგორი დამოკიდებულიც არ უნდა იყოს მასზე, სახალხო დამცველი რჩება საქართველოში მაინც ინსტიტუტად. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს თავისი წესები, თავისი რეგულაციები და მიუხედავად იმისა, თუ ვინ დგას ამ ინსტიტუტის სათავეში, იქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მართლა ზედმიწევნით იკვლევენ ადამიანის უფლებების მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ამ შესწავლის საფუძველზე კი, გამოაქვთ ხოლმე ობიექტური დასკვნები. ამას ვხედავთ დღეს ჩვენ. იქ ასახულია ყველა ის კრიტიკული საკითხი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს დაწყებული ბავშვებიდან, დამთავრებული პოლიტიკური საკითხებით. როგორი პროსახელისუფლებოც არ უნდა იყო შეუძლებელია, რომ დღეს ქვეყანაში ვერ შეამჩნიო ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც მაგალითად, ვრცელდება პოლიტიკურ პროტესტზე“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც ბავშვის მიმართ არის გულგრილი“.

„[სახელმწიფოს] ბავშვი არ აინტერესებს, არ ფიქრობს მის ბედზე. როცა დაიწყებ ბავშვის უფლებებზე, მის კვებაზე საუბარს, ეგრევე გაბრალებენ პოპულიზმს და გეუბნებიან, „აბა სად არის შიმშილი“. ბავშვებისთვის დღეს მარტო შიმშილი არ არის პრობლემა, განათლება პრობლემაა, ბავშვის შრომა, როგორ იყენებენ ბავშვებს, რომლებიც უნდა ისხდნენ სკოლებში და სწავლობდნენ. ხან ბაზარში არიან, ხან სხვა სივრცეში, ხან ვიღაცის იძულებით დავალებებს ასრულებენ. დღეს, სამწუხაროდ, საქართველო ჰგავს ისეთ ვითარებას, ჩარლზ დიკენსმა „ოლივერ ტვისტში“ რომ აღწერა ქუჩაში ბავშვების ბანდები, რომლებსაც პატრონი არ ჰყავთ და ვიღაცები ბოროტად იყენებენ მათ შრომას და მათ ენერგიას.

„ქართულ ოცნებას“ ესმის მხოლოდ ძალის ენა. თუ ეს ჯგუფები, მაგალითად, ბავშვთა უფლებების დამცველები დაირაზმებიან და გამოხატავენ თავის მოსაზრებას, გამოვლენ ქუჩაში და პაპუაშვილს აჩვენებენ, რომ ისინი პოლიტიკურ ფაქტორს წარმოადგენენ, ხელისუფლებამ მერე შეიძლება დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ რაღაც შეცვალოს კანონში, რაღაც საკითხი განიხილოს, რაღაც დათმობაზე წავიდეს. თუმცა თუ ის ხედავს, რომ სოციალური ჯგუფები არიან დაშლილები, დაქსაქსულები, ვერ ახერხებენ ორგანიზებას, მას თავისი მხრიდან, სულ არ ანაღვლებს, რა დღეში იქნებიან სხვადასხვა სოციალური ჯგუფები“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა