კახა კალაძე - საპატრიარქოს მიმართ განცხადებები მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა, ეს ყველაფერი გარედანაა დაფინანსებული - რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, გადაწყვეტილებებს იღებს სინოდი და არავის აქვს უფლება ჩაერიოს

გადაწყვეტილებებს იღებს სინოდი და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს და მითითებები მისცეს - ჩვენ მივესალმებით იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც თავად სინოდი მიიღებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ეკლესია არის ძალიან ძლიერი და ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს საპატრიარქოს.

„რაც შეეხება, ზოგადად, საპატრიარქოს მიმართ განცხადებებს, დაწერილ სტატუსებს - ეს გუშინ არ დაწყებულა. ეს არის ეკლესიის, სარწმუნოების და საპატრიარქოს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გარედანაა დაფინანსებული, გარედან წამოსული დავალებებია. იყვნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდნენ, მათ ჰქონდათ დავალება, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გაეკეთებინათ ისეთი ტიპის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ. არაერთი ასეთი რამ მსმენია ბოლო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სამწუხაროა, თუმცა სასიამოვნოა ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა რეალურად ხედავს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს, ვინ არიან ეს ადამიანები, ვისი გავლენით, მითითებით, დავალებით მოქმედებენ და რა არის მათი ინტერესი. დღეს ეკლესია არის ძალიან ძლიერი. ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენს საპატრიარქოს. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს - გადაწყვეტილებებს იღებს სინოდი და არავის აქვს უფლება ჩაერიოს და მითითებები მისცეს, თუ რა როგორ უნდა განხორციელდეს. თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც არსებობს,“ - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, მიესალმება თუ არა ხელისუფლება ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, კალაძე დადებითად პასუხობს.

„რა თქმა უნდა. ეს არის მათი გადასაწყვეტი და მივესალმებით იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც თავად სინოდი მიიღებს,“ - აღნიშნა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა