ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად, აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოსა და სასამართლო-სამართლებრივი საბჭოს თავმჯდომარეს, ინამ კარიმოვს შეხვდა. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და სამართლებრივი სისტემების განვითარების აქტუალური საკითხები.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობის ზრდას, პროფესიული სტანდარტების გაძლიერებასა და ინსტიტუციურ თანამშრომლობას.
ხაზი გაესვა ადვოკატების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო ინსტიტუტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.