კახა კალაძე შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე - როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, პასპორტების თემა უადგილოა

როდესაც საუბარია საქართველოს ინტერესებზე და ამ ინტერესების დაცვაზე, ვიზების თემა საერთოდ უადგილოა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან, ყველამ უნდა გაიგოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ - ეს არ მოხდება, - ამის თაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა შვეიცარიის მიერ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას.

მისი თქმით, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ქართული სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება, რომელიც მიუღებელია.

„გავიხსენოთ, რა მუქარები, როგორი მოწოდებები იყო საქართველოსთან მიმართებაში. როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე და ამ ინტერესების დაცვაზე, ვიზების თემა საერთოდ უადგილოა.

დღეს „ქართული ოცნება“ მართავს ქართულ სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უკვე მერამდენე წელია აირჩია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ეს შემთხვევით არ ხდება. ხალხი შემთხვევით ირჩევს „ქართულ ოცნებას“?

„ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და იცავს ქართველ ხალხს.

მე დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში და ყოფილიყო ის მოღალატეობრივი დაჯგუფება, რომელიც დღეს ვითომ რაღაც ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, საქართველოში გვექნებოდა უბედურება.

შესაბამისად, ხალხი ამას ხედავს და აანალიზებს, აფასებს და შემდეგ არჩევნებზე იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის მარტივი მოცემულობა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან და დავალებების მიცემით, თითის ქნევით ვიღაცა თავს დახრის და სისულელეებს გააკეთებს, ქვეყნის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯებს, ეს არ მოხდება. ეს ყველამ უნდა გაიგოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვები დააწესა, - განცხადებას შვეიცარიის ფედერალური საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

„3 აპრილიდან, შვეიცარიაში შესასვლელად ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა