მინისტრი - შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის წინააღმდეგ კამპანია არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს - ცილისწამების ფაქტები იქნება გამოძიებული, ვინც ჩართულია დეზინფორმაციასა და ზეწოლაში, აგებს პასუხს კანონის ფარგლებში

შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა უკვე ერთი წელია წარმატებით მიმდინარეობს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებზე - სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ პროგრამის წინააღმდეგ გავრცელებული გარკვეული განცხადებები და კამპანიები არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, „არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, არ დარჩება რეაგირების გარეშე“.

„ამ დროის განმავლობაში პროგრამამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები, როგორც ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესების, ისე მოსახლეობის უსაფრთხოების მიმართულებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოებისათვის.

პროგრამის მთავარი მიზანია ბალანსის დაცვა - ერთი მხრივ, მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომით დავიცვათ და გავაუმჯობესოთ ცხოველების მდგომარეობა, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ ადამიანების უსაფრთხო გარემო და მათი ჯანმრთელობის დაცვა.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ პროგრამის წინააღმდეგ გავრცელებული გარკვეული განცხადებები და კამპანიები არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს. ეს პროცესები პროვოცირებულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ემოციური განწყობის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. მსგავსი ქმედებები მნიშვნელოვნად აფერხებს პროგრამის ეფექტიან განხორციელებას და ზიანს აყენებს, როგორც საზოგადოებრივ ინტერესს, ისე თავად ცხოველთა დაცვის საქმეს.

ამასთანავე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, არ დარჩება რეაგირების გარეშე. ყველა ასეთი ცილისწამების ფაქტი იქნება სათანადოდ გამოძიებული და თითოეული პირი, რომელიც ჩართულია მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და ზეწოლაში, აგებს პასუხს კანონის ფარგლებში.

ჩვენ ვაგრძელებთ პროგრამის განხორციელებას საზოგადოების ინტერესების, უსაფრთხოების და ჰუმანური ღირებულებების დაცვით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა