როდესაც შავი ზღვის რეგიონებზე ფიქრობთ, გონებაში მაშინვე მოდის შესანიშნავი სანაპიროები, სტუმართმოყვარე მასპინძლები და ტურისტული ატმოსფერო. თუმცა, რამდენიმე წლის წინ რთული იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ ეს ადგილები პასიური დასვენების ლოკაციებიდან ახალი კულტურული ცვლილებების კერებად გადაიქცეოდა. ქართულ რეალობაში ეს პროცესი უკვე დაწყებულია და შეიძლება ითქვას, შეუქცევადად მიმდინარეობს. ამ მასშტაბურ ტრანსფორმაციას კი ერთი სახელი აერთიანებს - Starring Georgia.
ეს არ არის მხოლოდ ღონისძიებების სერია - ეს არის ხარისხობრივი ნახტომი, რომელმაც ქვეყანა მსოფლიო სახელოვნებო რუკაზე სრულიად სხვა პოზიციით დააფიქსირა.
“დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ და კონკრეტულად ჩვენმა გუნდმა მთლიანად შეცვალა გასართობი ინდუსტრიის ლანდშაფტი საქართველოში. პროფესიონალური მიდგომა და ტექნიკური მხარე, რომელსაც ჩვენ ადამიანებს ვთავაზობთ, მთლიანად ახალ ხარისხის გამოცდილებაში გადაჰყავს მსმენელი.”
Starring Georgia-ს სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე ამიკო ჯანელიძე აღნიშნავს, რომ ის რეალობა, რაც დღეს სახეზე გვაქვს, 5 წლის წინ დაწყებული წარმატებული სტრატეგიული მიდგომების შედეგია. სწორედ ეს ხედვა გახდა საფუძველი იმისა, რომ დღეს შეკვეთილი აღარ აღიქმება მხოლოდ სეზონურ კურორტად - ის უკვე იქცა მულტიფუნქციურ ჰაბად, სადაც ბუნება, ტექნოლოგიური პროგრესი და მსოფლიო დონის არტისტების შემოქმედება ერთმანეთს ხვდება.

Starring Georgia არის კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც გლობალური მასშტაბის კულტურულ და გასართობ ცენტრად დამკვიდრებას. ამ ინიციატივის მნიშვნელობას იმ არტისტების ჩამონათვალიც მარტივად ადასტურებს, ვინც ბოლო წლებში საქართველოს ეწვივნენ, თუმცა აქ ყველაფერი არ მთავრდება. დღეს ეს გაერთიანება რამდენიმე საკვანძო სივრცეს აერთიანებს: Black Sea Arena-ს, მუსიკოსთა პარკს, სოციალურ სივრცეს, ციცინათელას, პარკს საქართველო მინიატურებში, ფილარმონიასა და ჰეკატეს ბაღს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კონკრეტული პროექტით დაიწყო, ბოლო სამი წლის განმავლობაში განვითარებისკენ გადადგმულმა სწრაფმა ნაბიჯებმა სრულიად ახალი რეალობა შექმნა.



ამ იდეის მთავარი ღირსება ქვეყანაში მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის შექმნაა, რაც საქართველოს გლობალური გასართობი ინდუსტრიის სრულფასოვან წევრად აქცევს. ეს ნაბიჯები მულტიფუნქციურ ეკოსისტემაში ერთიანდება, რომელიც ორ ძირითად ასპექტს მოიცავს: ურბანული სივრცეების გაჯანსაღებასა და რეგიონული კულტურული კერების აღორძინებას.
“პირველ რიგში, ის, რასაც Starring Georgia აკეთებს, უდიდესი მნიშვნელობის კულტურული მოვლენაა. თუმცა ამის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სოციალური ეფექტიც. მოლოდინები უკვე სახეზეა და ციფრებიც საკმაოდ შთამბეჭდავია, რაც უკვე მიღწეულ წარმატებად ითვლება.”
როგორც ამიკო ჯანელიძე აღნიშნავს, Starring Georgia აღარ არის მხოლოდ მუსიკალური სცენის განვითარებისთვის შექმნილი ინიციატივა. ეს არის მრავალფუნქციური ბრენდი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, შექმნას გრძელვადიანი ღირებულება ქვეყნისთვის - იქნება ეს ტურისტული ნაკადების ზრდა თუ ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება.
ამ პასუხისმგებლობების შედეგების შეფასება საწყის ფაზაშივე გახდა შესაძლებელი. სულ რაღაც სამ წლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, Starring Georgia-ს ღონისძიებებს 200 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის 50 000 ტურისტი, რომელმაც ქვეყანაში დაახლოვებით 60 მილიონი ლარი დახარჯა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ვენიუს შემოსავალი – ეს არის პირდაპირი ინვესტიცია ადგილობრივ სასტუმროებში, რესტორნებსა, და მომიჯნავე სექტორებში დასაქმებულ ათასობით ადამიანში.
ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ წარმატების უკან მხოლოდ Bruno Mars, Justin Timberlake, Imagine Dragons და სხვა მსოფლიო არტისტების სახელები დგას. თუმცა, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მხოლოდ „სახელები“ რეალობას ვერ ცვლის, თუ მთელი სისტემა სინქრონულად არ მუშაობს. Starring Georgia-ს მისია სწორედ ეს არის: შექმნას ეკოსისტემა, სადაც კულტურული მოვლენა პირდაპირ ითარგმნება ეკონომიკურ და საზოგადოებრივ სარგებლად.

ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს საერთაშორისო რეპუტაციაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტორი ფართო აუდიტორიისთვის ხშირად შეუმჩნეველია, მასშტაბური ღონისძიებების მართვისა და გლობალურ ინდუსტრიაში ნდობის მოპოვებისთვის ის საკვანძო საკითხს წარმოადგენს. სწორედ ეს რეპუტაციული კაპიტალი აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, იყოს მსოფლიოს წამყვანი ტურნეების განუყოფელი ნაწილი.
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინები შეიცვალა არა მხოლოდ მსმენელისთვის, არამედ უცხოელი პრომოუტერებისა და არტისტებისთვისაც. თუკი ადრე საქართველოში ვიზიტი პოპულარული მუსიკოსებისთვის გარკვეულწილად „სარისკო“ გადაწყვეტილებად მიიჩნეოდა, Starring Georgia-მ ეს აღქმა სრულიად შეცვალა.
“ჩვენ გავაგზავნეთ მკაფიო სიგნალი საერთაშორისო ბაზარზე, რომ საქართველო ტექნიკურად გამართულია, უსაფრთხოა და, რაც მთავარია, ჰყავს გადახდისუნარიანი, ემოციური აუდიტორია. შედეგად, ჩვენ აღარ ვართ „რისკ-ზონა“ უცხოელი პრომოუტერებისთვის. თუ ადრე ჩვენ გვიწევდა მათი დარწმუნება, ახლა დიდი სააგენტოები თავად გვიყურებენ, როგორც საიმედო პარტნიორს, რაც სამომავლოდ მასშტაბური პროექტების მყარ გარანტიას გვაძლევს.”
ამიკო ჯანელიძის და მთლიანად სთარინგ ჯორჯიას გუნდის ხედვა პირდაპირ აისახება ღონისძიებების მრავალფეროვნებაზეც. Starring Georgia-ს ეკოსისტემა აერთიანებს როგორც გიგანტურ სტადიონის შოუებს, ისე კამერულ საღამოებსა და ელექტრონული მუსიკის ივენთებს. თუმცა, როდესაც პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით იშლება, მთავარი გამოწვევა ხარისხის ერთიან სტანდარტზე აყვანაა.
“ჩვენი ამბიციაა, რომ მომხმარებელმა იდენტურად მაღალი ხარისხის სერვისი მიიღოს როგორც შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე, ისე თბილისის ღია სტადიონებზე. ღია სივრცეები სრულიად სხვა სპეციფიკას, გახმოვანების სისტემას და ნაკადების მართვას მოითხოვს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ 55 000-იანი კონცერტი იყოს დღესასწაული და არა სატრანსპორტო კოლაფსი. ეს არის ბალანსის დაცვის ხელოვნება, რომელზეც ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს.”
ეს მიდგომა ნათლად აჩვენებს, რომ Starring Georgia-სთვის პრიორიტეტული მხოლოდ სცენაზე მდგომი ვარსკვლავი არ არის. მათთვის მთავარია ის მთლიანი გამოცდილება, რომელსაც ადამიანი ბილეთის შეძენიდან სახლში დაბრუნებამდე იღებს. სწორედ ეს აქცევს კომპანიას ბრენდად, რომლის მიმართ ნდობა ყოველწლიურად იზრდება.
რა თქმა უნდა, ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, უმნიშვნელოვანესია კულტურული ეფექტიც, რომელიც სასიცოცხლოდ პრიორიტეტულია ადგილობრივი მუსიკალური სცენისთვის. იქნება ეს დიდ სცენაზე მსოფლიო გიგანტებთან სივრცის გაზიარება თუ ქვეყნის კულტურული ცხოვრების ზოგადი გამოცოცხლება - პროცესები, რომლებიც უკვე დაძრულია, შეუქცევად დადებით გავლენას მოახდენს ლოკალური არტისტების განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, Starring Georgia არის გრძელვადიანი კულტურული ინვესტიცია, რომელმაც საქართველო მუსიკის მსოფლიო რუკაზე დააბრუნა და მისი პოზიციები მკაფიოდ მონიშნა.
უახლოეს წლებში კომპანიის მთავარი სტრატეგიული ამოცანაა, საქართველო რეგიონის უპირობო კულტურულ ჰაბად იქცეს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს ქვეყნის დამკვიდრებას მსოფლიო ტურნეების „აუცილებელ გაჩერებად“ .
“ჩვენ გვინდა, რომ როდესაც A-კლასის ვარსკვლავი ევროპულ ტურნეს გეგმავს, საქართველო მისთვის იყოს არა სარისკო ექსპერიმენტი, არამედ ლოგიკური, ფინანსურად გამართლებული და კომფორტული ლოკაცია. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვქმნით ეკოსისტემას, რომელიც გაახანგრძლივებს ტურისტულ სეზონს და ქვეყნის იმიჯს ახალ, საერთაშორისო სიმაღლეზე აიყვანს.”
ამიკო ჯანელიძის ეს სიტყვები საუკეთესოდ გამოხატავს Starring Georgia-ს არსს: ეს არის ბრძოლა ხარისხისთვის, სტანდარტებისთვის და იმ მომავლისთვის, სადაც საქართველო გლობალური გასართობი ინდუსტრიის სრულუფლებიანი და ყველაზე მიმზიდველი წევრია.
Starring Georgia-სთვის მიღწეული შედეგები მხოლოდ დასაწყისია. შემდეგი ეტაპი ახალი კულტურული სივრცეებისა და იმ საზღვრების პოვნაა, რომლებსაც ამ ინიციატივის სიკეთე შეიძლება შეეხოს. უნიკალური პროექტები და იდეები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია, რაც ყოველ მომდევნო სეზონს უფრო საინტერესოსა და მოულოდნელობებით სავსეს ხდის. ამ დინამიკისთვის თვალყურის დევნება კი აუცილებელია, რათა არ გამოგვრჩეს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული სიახლეები.


200 000-ზე მეტი ადამიანი უკვე გახდა ამ დიდი ემოციის ნაწილი და გვჯერა, რომ ეს ენერგია კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააერთიანებს. თუ შენ უკვე ყოფილხარ ამ მასშტაბური მოვლენების მონაწილე, მაშინ დარწმუნებული ვართ, რომ იმ შთაბეჭდილებების გაცოცხლებას კვლავ შეეცდები. ხოლო მათთვის, ვისთვისაც ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ სტატიაა, ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ: დაელოდეთ შემდეგ ანონსს. დაელოდეთ, რათა საკუთარი თვალით ნახოთ, როგორ ცოცხლდება თითოეული სიტყვა და როგორ იქცევა ის ჯერ დიდ ემოციად, შემდეგ კი - დაუვიწყარ მოგონებად.
(R)