მაკრონს დავურეკე, რომელსაც მისი ცოლი ძალიან ცუდად ექცევა და ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან ჯერ კიდევ არ გამოკეთებულა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ სააღდგომო ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, მაკრონს უთხრა, რომ სპარსეთის ყურეში დახმარება სურდა, მიუხედავად იმისა, რომ „რეკორდებს ამყარებენ“ და ბალისტიკურ რაკეტებს ანადგურებენ.
„მაკრონს დავურეკე, რომელსაც მისი ცოლი ძალიან ცუდად ექცევა და ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან ჯერ კიდევ არ გამოკეთებულა. ვუთხარი, ემანუელ, სპარსეთის ყურეში დახმარება გვსურს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდებს ვამყარებთ, ძალიან ცუდ ხალხსა და ბალისტიკურ რაკეტებს ვანადგურებთ. დახმარება გვსურს. შეგიძლიათ, გემები დაუყოვნებლივ გამოგზავნოთ? მიპასუხა: „არა, არა, დონალდ ეს არ შემიძლია. ეს შეგვიძლია ომის მოგების შემდეგ გავაკეთოთ“. მე ვუთხარი, ემანუელ, ეს ომის მოგების შემდეგ აღარ მჭირდება“, - აღნიშნა ტრამპმა.