3 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების - მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
3 აპრილს, 12:00 საათზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
3 აპრილს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.