ისპაჰანში სარაკეტო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები იყო. შესაბამისი ვიდეოები ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა, რომლებიც BBC-იმ გადაამოწმა.
პირველ ვიდეოში ისპაჰანის სამხრეთის სარაკეტო ბაზის მახლობლად ჰაერში კვამლისა და ცეცხლმოკიდებული ნანგრევების დიდი ღრუბელი ჩანს. ბაზა ცენტრალურ ირანში, ისპაჰანის სამხრეთით, მთის ქედის კიდეზე მდებარეობს.
ბაზის ჩრდილოეთით გადაღებულ კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს ხანძრისა და რამდენიმე შემდგომი დიდი მეორადი აფეთქების შედეგად მთებზე ამომავალი კვამლი. BBC-ის ინფორმაციით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის დარტყმის შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერება აფეთქდა.
მესამე ვიდეოში, რომელიც მახლობლად მდებარე ქალაქ ბაჰარესტანშია გადაღებული, რამდენიმე წუთით ჩანს თუ როგორ იწვის ბაზა. ვიდეოში ასევე ჩანს მეორადი აფეთქებები.
ასევე, ირანული მედიის თანახმად, იერიში განხორციელდა ქალაქ ქარაჯისა და თეირანის დამაკავშირებელ ხიდზეც, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელდა ცნობები მეშჰედის აეროპორტის ტერიტორიაზე ხანძარზეც.