„წისქვილი ჯგუფის“ ახალი რესტორანი - ,,ლუდის მოედანი”  საბურთალოზე იხსნება

„წისქვილი ჯგუფი“ 2026 წელს ახალი პროექტით იწყებს, 5 აპრილს კიდევ ერთ რესტორანს ხსნის. ,,ლუდის მოედანი” საბურთალოზე, ალექსანდრე ყაზბეგის 27-ში, წითელი ბაღის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.

ახალი ფილიალი საბურთალოზე „წისქვილის“ ერთგულ სტუმრებს საშუალებას მისცემს ქართული ტრადიციული კერძები და რესტორნისთვის დამახასიათებელი გემოები ახლა უკვე ქალაქის გულშიც დააგემოვნონ და კომფორტული გარემოთი.

„წისქვილი ჯგუფი“ განვითარებას არ წყვეტს და ცდილობს, საზოგადოებას განსხვავებული და საინტერესო სივრცეები წარუდგინოს. ამასთან, შეინარჩუნოს ის მთავარი მახასიათებლები, რომლებიც ასე უყვართ ჩვენს ერთგულ სტუმრებს. ახალი რესტორანი საბურთალოზე ჩვენი მორიგი განსაკუთრებული პროექტია, რომელიც ვფიქრობთ, სხვა პროექტების მსგავსად, დიდ წარმატებას მოიპოვებს“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, გიორგი შველიძე.

ახალი რესტორანის კონცეფცია დაფუძნებულია, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე „ლუდის მოედნის“ კონცეფციაზე, რომელიც „წისქვილი ჯგუფის“ ერთ-ერთი პირველი სივრცე იყო. გათვლილია დაახლოებით 200-მდე სტუმარზე და წარმოადგენს ორსართულიან ვიტრაჟული სივრცეს, რომელიც ასევე მოიცავს დახურულ ტერასას. საბურთალოს „ლუდის მოედანი“ გამორჩეულია ინტერიერითაც – მასში გაერთიანებულია როგორც „წისქვილის“ რესტორნებისთვის დამახასიათებელი ვიზუალური ნიშნები, ისე თანამედროვე დეტალები. ორივე სართულზე განთავსებულია ლუდის თემატიკასთან დაკავშირებული პოსტერები, რაც რესტორნის ხასიათს კიდევ უფრო გამოკვეთს.

“„წისქვილი ჯგუფისთვის“ საბურთალოს ფილიალის გახსნა ქსელის გაფართოების სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენი მიზანი იყო, ბრენდისთვის დამახასიათებელი ავთენტურობა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ნაწილში გადმოგვეტანა და ის აქაურ დინამიკურ რიტმზე მოგვერგო.

რესტორანი საბურთალოზე, რომელიც „ლუდის მოედნის“ კონცეფციის იქნებოდა, არის პირდაპირი პასუხი იმ მაღალ მოთხოვნაზე, რომელიც ერთგული სტუმრებისგან წლების განმავლობაში მოდიოდა. ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს საზოგადოებას საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილება შესთავაზოს, რაც კარგად აისახება სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებში, როგორებიცაა: „ეთნო წისქვილი“, „წისქვილი ტერასა“, მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი“ და ახლა უკვე საბურთალოზე „ლუდის მოედანიც“, - ამბობს ,,წისქვილი ჯგუფის” მარკეტინგის ხელმძღვანელი ანანო თავხელიძე.

ბმულზე გაეცნობით ,,ლუდის მოედნის“ მენიუს და დამატებით ინფორმაციას.

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა