აშშ-ის ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა მოსთხოვა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსს, გენერალ რენდი ჯორჯს გადადგეს და დაუყოვნებლივ გავიდეს პენსიაში.
NBC News-ი ოფიციალური პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯორჯი თანამდებობაზე უფრო დიდხანს - სულ მცირე ზაფხულამდე უნდა დარჩენილიყო.
რენდი ჯორჯი აშშ-ის არმიის 41-ე შტაბის უფროსია და ამ პოზიციაზე მუშაობა 2023 წლის სექტემბერში დაიწყო.