მე ვუჭერ მხარს ყველაფერს იმას, რასაც ღმერთი ინებებს - ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მან უპასუხა შეკითხვას, ეთანხმება თუ არა იმას, რომ საპატრიარქო ასაკი ორი წლით გაიზარდოს.
„მე ვუჭერ მხარს ყველაფერს იმას, რასაც ღმერთი ინებებს. რაც კარგი იქნება, ყველაფერს მივიღებთ, რაც ცუდი იქნებ, რატომ მივიღებთ?! თქვენ ხომ იცით, რომ გაკეთდება [განცხადება] და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა“,- აღნიშნა მეუფე მიქაელმა.
გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას იმის შესახებაც, რომ თუ პატრიარქის არჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით დებულება არ შეიცვლება, მეუფე ისაია და მეუფე დანიელი მონაწილეობას ვერ მიიღებენ და განაცხადა: "არაუშავს, კაცო".