ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი - მე მხარს ვუჭერ ყველაფერს იმას, რასაც ღმერთი ინებებს - რაც კარგი იქნება, ყველაფერს მივიღებთ, რაც ცუდი იქნება, რატომ მივიღებთ?!

მე ვუჭერ მხარს ყველაფერს იმას, რასაც ღმერთი ინებებს - ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მან უპასუხა შეკითხვას, ეთანხმება თუ არა იმას, რომ საპატრიარქო ასაკი ორი წლით გაიზარდოს.

„მე ვუჭერ მხარს ყველაფერს იმას, რასაც ღმერთი ინებებს. რაც კარგი იქნება, ყველაფერს მივიღებთ, რაც ცუდი იქნებ, რატომ მივიღებთ?! თქვენ ხომ იცით, რომ გაკეთდება [განცხადება] და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა“,- აღნიშნა მეუფე მიქაელმა.

გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას იმის შესახებაც, რომ თუ პატრიარქის არჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით დებულება არ შეიცვლება, მეუფე ისაია და მეუფე დანიელი მონაწილეობას ვერ მიიღებენ და განაცხადა: "არაუშავს, კაცო".

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს