მეუფე ზენონი - პატრიარქის არჩევის პროცესში გარედან ჩარევას ვერ ვხედავ - საზოგადოება ყოველთვის ვიღაცის მხარესაა და ასეთ დროს ეთიკურ ნორმებს ყველა არ იცავს, ამას ჩარევად ვერ შევაფასებ, მაგრამ თუ რაღაც ჯგუფები ვინმეს წინააღმდეგ იმოქმედებენ, მაშინ, რა თქმა უნდა

პატრიარქის არჩევის პროცესში გარედან ჩარევას ვერ ვხედავ - თუ ხელისუფლებას გულისხმობთ, ამას ვერ დავადასტურებ, რაც შეეხება საზოგადოებას, საზოგადოება ყოველთვის ვიღაცის მხარესაა და ასეთ დროს ეთიკურ ნორმებს ყველა არ იცავს - მე ამას ჩარევად ვერ შევაფასებ, მაგრამ თუ რაღაც ჯგუფები ვინმეს წინააღმდეგ იმოქმედებს, მაშინ, რა თქმა უნდა, - ასეთი პასუხი გასცა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა [იარაჯული] მომავალი პატრიარქის არჩევის პროცესში შესაძლო გარე ჩარევის თაობაზე დასმულ კითხვას.

მეუფე ზენონმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა ისიც, რომ პატრიარქობის კანდიდატები მასაც ჰყავს. მან ამ კონტექსტში მხოლოდ ის დააზუსტა, რომ ეს ის სასულიერო პირები არიან, ვინც ილია მეორეს ადრეული დროიდან მოჰყვებიან.

მეუფე ზენონის ინფორმაციით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე კონკრეტულ კანდიდატებზე მსჯელობა არ იქნება.

„რაც ჩემთვის ცნობილია და რაც შეტყობინებით მივიღე, წმინდა სინოდის სხდომა საორგანიზაციო და პროცედურულ საკითხებს შეეხება.

რაც შეეხება ასაკთან და განათლებასთან დაკავშირებულ საკითხს, თუ მსჯელობა ამაზე იქნება, რა თქმა უნდა, მე ჩემი პოზიცია მაქვს. კანონიკური სამართალი ზედა ასაკობრივ ზღვარს არ ადგენს. ამიტომ კანონიკურად 35 წლის ზევით ასაკის გამო კანდიდატობიდან ვერავის ვერ მოხსნი, მაგრამ ჩვენს დებულებაში ნაჩვენებია, რომ ასაკობრივი ზღვარი 70 წლამდე არის დადგენილი. რამდენად ეს იმპერატიულ კატეგორიას არ წარმოადგენს, ის ზოგადად ცვლილებას ექვემდებარება, მაგრამ ცვლილება აუცილებელი არ არის. თუ უმრავლესობა გამონაკლისის სახით მიიჩნევს, რომ პიროვნება, რომელიც 70 წელს არის გადაცილებული იყოს კანდიდატი, მაშინ ცვლილების საჭიროება არ არის. ადგილობრივი დებულება იერარქიულად, როგორც ნორმატივი, კანონიკურ სამართალს არ აღემატება, ისევე როგორც კონსტიტუციას არ აღემატება რაიმე კანონი.

ვფიქრობ, რომ 60 და 70 წელია ასაკი პატრიარქისთვის. მთავარია სისტემა ფუნქციონირებდეს და მუშაობდეს. პატრიარქი ნამდვილად უნდა იყოს იმ ასაკის - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ფსიქოლოგიურად, ჩვენ უნდა ვაპატრიარქოთ ის.

სასულიერო განათლება აუცილებელია, მაგრამ თუ კანდიდატი იმდენად მისაღებია და იმდენად აკმაყოფილებს იდეას, გამონაკლისი არსებობს“, - განაცხადა მეუფე ზენონმა.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია