შალვა პაპუაშვილი - მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის საუბარი იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა მაღალ დონეზე ავიდა - აპრილში ველით, რომ იქნება გადატვირთვისკენ მიმართული შემდეგი ნაბიჯები

ის, რომ საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანსა და პრემიერ-მინისტრს შორის, სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ქვეყნებს და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე ავიდა - აპრილში ველით იმას, რომ მათ შორის ამ საუბრის შედეგად, იქნება შემდეგი ნაბიჯები ურთიერთობების გადატვირთვისკენ მიმართული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარის სურვილი ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაა.

პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებაა, რომ ეს იყოს შინაარსით გაჯერებული ჩარჩო, სადაც ორივე ერების ინტერესებზე დაყრდნობით იქნება შეთანხმებული, კონკრეტულად, რა მოლოდინები გვაქვს ამ პარტნიორობისგან და რა მიზნები აქვს ამ პარტნიორობას.

„ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული პარტნიორი ვიყავით, რაც არა ერთხელ დაგვიდასტურებია. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ ისე გააფუჭა ეს ურთიერთობები, იმ დონეზე დაიყვანა, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ახალ ადმინისტრაციას აქვს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ერთ-ერთ მთავარი ინდიკატორი, რაც ჩვენ დავასახელეთ არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება.

ის, რომ შედგა საუბარი სახელმწიფო მდივანსა და პრემიერ-მინისტრს შორის, სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ქვეყნებს და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე ავიდა. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ახლა უკვე მოიძებნოს კონკრეტული გადაწყვეტა, თუ როგორი უნდა იყოს პარტნიორობა ამერიკასა და საქართველოს შორის. აპრილში ველით იმას, რომ მათ შორის, ამ საუბრის შედეგად, იქნება შემდეგი ნაბიჯები ურთიერთობების გადატვირთვისკენ მიმართული.

მიზანი არის არა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, არამედ მზიანი არის საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის არსებობა, რომელიც იქნება დამყარებული ურთიერთინტერესებზე. სტრატეგიული პარტნიორობა არის ინდიკატორი, რომელიც ნათლად გვაჩვენებს, რომ ამ მიზანს ვაღწევთ. რა თქმა უნდა, სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც ფორმალური ჩარჩო ურთიერთობისა, ეპითეტისთვის არ გვჭირდება. მანამდე, აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, გარკვეულწილად, ეპითეტის დონეზე იყო, ვინაიდან ის შინაარსით დიდად დატვირთული არ იყო. სტრატეგიულ პარტნიორობას ხელი 2009 წელს მოეწერა, აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვეში. ეს იყო გარკვეული „დამამშვიდებელი პრიზი“ მიხეილ სააკაშვილისთვის წაგებული ომის შემდეგ, რომ სამაგიეროდ, სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს აშშ-სთან, თუმცა ის შინაარსით არასდროს შევსებულა ისე როგორც ეს უნდა ყოფილიყო.

ახლა ჩვენ, რაც გვინდა, არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი შეთავაზებაა რომ ეს იყოს შინაარსით გაჯერებული ჩარჩო, სადაც ორივე ერების ინტერესებზე დაყრდნობით იქნება შეთანხმებული კონკრეტულად, რა მოლოდინები გვაქვს ამ პარტნიორობისგან და რა მიზნები აქვს ამ პარტნიორობას. ჩვენ ვართ ამ დიალოგისთვის გახსნილი. ის, რომ სახელმწიფო მდივანსა და პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი შედგა აჩვენებს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციაც მოწადინებულია აქეთ. ასე რომ, ეს გვაძლევს გარკვეული ოპტიმიზმის საშუალებას. რა თქმა უნდა, ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ეს დამოკიდებულია აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე. ჩვენი მხრიდან, ერთ წელზე მეტია, რაც მზაობა გაცხადებული გვაქვს. ჩვენი მზაობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ჩვენი ინტერესების წარდგინებით და ამერიკელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოზე შეთანხმებაზე მზად ვართ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 30 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც. "ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

გარდა ამისა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ "აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები". მისი თქმით, "საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები".

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია