შალვა პაპუაშვილი - ამორალურია, როცა ევროკავშირი ფიქრობს, რომ ვიზის საკითხი დასჯის ინსტრუმენტია, ვიზა რომ იარაღად აქციეს, ცივილიზაციურ კრიზისს აჩვენებს - არავის პრობლემა არ აქვს, მივდივართ ვიზით, რაც მთავარია, ჩვენ ყველას უვიზოდ ვიღებთ, ჩამოვიდნენ და თავის თვალით ნახონ ჩვენი ქვეყანა

შვეიცარია შენგენის ზონასთან არის ჰარმონიზებაში და ევროკომისიის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო - ამორალურია, როცა ევროკავშირი ფიქრობს, რომ ვიზის საკითხი, ეს დასჯის ინსტრუმენტია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც შვეიცარიის მხრიდან ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ვიზა იარაღად და გამიჯვნის საშუალებად რომ აქციეს, ეს აჩვენებს ცივილიზაციურ კრიზისს, რომელსაც დღეს ევროკავშირი განიცდის“.

„თავად ევროკომისიის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის დამრღვევი გადაწყვეტილებაა, რომლისთვისაც სპეციალურად კანონი შეცვალეს. როცა საუბრობენ ამა თუ იმ ქვეყანაში კანონს რაღაც მიზნებს არგებენო, მათ შორის საქართველოზეც, ზუსტად ასე მოარგეს საქართველოს წესები. ჩვენთვის შეცვალეს წესები სპეციალურად, როგორც ჩანს ასეთი მნიშვნელოვნები ვყოფილვართ, შესაძლოა ეს კარგიც არის. სპეციალურად მოარგეს წესები თავიანთ სურვილებს, რომ პოლიტიკური ზეწოლა განეხორციელებინათ საქართველოს ხელისუფლებაზე.

მიხეილ სააკაშვილის მწამებელ რეჟიმს და მის პოლიტიკურ ელიტას 2010 წელს დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო მიმოსვლა მისცეს. მოქალაქეები კი 7 წელი გვალოდინეს. სააკაშვილი და მისი მწამებლები უვიზოდ დადიოდნენ ევროკავშირში. მათი ნებაა, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ვიზიტები ხორციელდება და მიმდინარეობს, მეც მექნება ახლა, უახლოეს პერიოდში. სადაც და როცა მივდივართ ვიზას ვიღებთ. აბსურდი რაშია- სამსახურებრივ პასპორტს იყენებ მაშინ, როდესაც სამსახურებრივი მიზნებით მიდიხარ, კერძო მიზნებით მისი გამოყენება აკრძალულია. როდესაც სამსახურებრივი პასპორტით მიდიან, ისინი მიწვეულები არიან, ჩვენი ინიციატივით ხომ არ ჩავდივართ და ვიღაცას თავზე ხომ არ ვადგებით? იქ ვართ მიწვევით, რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ ვიზებსაც გვაძლევენ და უპრობლემოდ ჩავდივართ.

პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, ჩემი პირველი ვიზიტი იყო დიდ ბრიტანეთში, სადაც ყველას ვიზა გვჭირდება, მივედი, რიგშიც ვიდექი, შევედი და ავიღე ვიზა. არ მგონია, რომ ამით ვინმეს რაიმე ან ემატებოდეს, ან რაიმე აკლდებოდეს.

ამორალურია, როცა ევროკავშირი ფიქრობს, რომ ვიზის საკითხი, ეს დასჯის ინსტრუმენტია. ვიზა იარაღად და გამიჯვნის საშუალებად რომ აქციეს, ეს აჩვენებს ცივილიზაციურ კრიზისს, რომელსაც დღეს ევროკავშირი განიცდის, მისი ბიუროკრატების ხელში.

ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ეს, როდესაც მისი ხელისუფლების მიმართ რაიმე ნაბიჯის გადადგმას ცდილობენ და ეს არასერიოზულია. არავის პრობლემა არ აქვს, ყველა იღებს ვიზას, მივდივართ ვიზით და ვბრუნდებით, რაც მთავარია ყველას ვიღებთ უვიზოდ, ჩამოვიდნენ და თავის თვალით ნახონ ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1-ელ აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო.გადაწყვეტილება ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება და იგი საქართველოს სხვა მოქალაქეებზე არ ვრცელდება.

„3 აპრილიდან, შვეიცარიაში შესასვლელად ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია