მიხეილ ყაველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე - დაინახა საზოგადოებამ, რომ არანაირი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ, ერთადერთი შესაძლებლობა სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსებაა

დაინახა საზოგადოებამ, რომ არანაირი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი შესაძლებლობა არის, ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება,- ასე შეაფასა მიხეილ ყაველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ნიდერლანდების პარლამენტისადმი მიმართვა.

მისი განცხადებით, პირდაპირი ზეწოლა ხორციელდებოდა ხელისუფლებაზე, რომ საქართველო უკრაინის ომში ჩაბმულიყო.

„ეს ჩვენი საზოგადოებისთვის, მით უმეტეს ჩვენთვის, ახალი არ არის, განსაკუთრებით უკრაინაში დაწყებული საომარი ვითარების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად მკაფიოდ გამოიკვეთა ამ ძალების არსებობა. აღარ დამალეს და პირდაპირი ზეწოლა ხორციელდებოდა ჩვენს ხელისუფლებაზე. რა თქმა უნდა, გარედან, არასამთავრობო და რადიკალური ოპოზიციის საშუალებით ვხედავდით ამას. არაერთხელ დაისვა ეს კითხვა, თუ რას ითხოვდნენ ომის პირველ დღეებში საქართველოს ხელისუფლებისგან, მიტინგები, აქციები მოაწყვეს. დღეს ჩუმად არიან, თითქოს სხვა რამეს ითხოვდნენ და სხვა პროტესტი ჰქონდათ. ხომ ვიცით რა უნდოდათ მათ?უნდოდათ, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, მოხალისეები და იარაღი გაგვეგზავნა უკრაინისთვის. წარმოგიდგენიათ? დაახლოებით ერთ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მოხალისეების გაგზავნა ნებისმიერი მთავრობიდან ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყანა ომში ერთვება. რომ საუბრობენ, ომს ვინ ითხოვდა და ასე შემდეგ, ეს ხომ პირდაპირი მნიშვნელობით ომში ჩართვა იყო. აღარ ვსაუბრობ კულუარებში რას ითხოვდნენ ეს ადამიანები. ჩვენ ამას გავუძელით, შემდეგ არჩევნები ჩატარდა და დაინახა საზოგადოებამ, რომ მათ არავითარი შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ჩვენდა სამწუხაროდ, ერთადერთი შესაძლებლობა არის გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, კანონის საშუალებით ვამხელთ და ვუზღუდავთ. როგორ წარმოგიდგენიათ სუვერენული ქვეყანა, რომელსაც გააჩნია პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიები და სხვა ქვეყნის დაფინანსებით ხდებოდეს მათი დაფინანსება“,-განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი განმარტებით, ეს ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან.

„როგორც კი კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, მათი ქმედებები დავინახეთ. მართლა წარმოუდგენელი ფაქტი იყო როცა ისინი პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ და ხელისუფლების გადაბარებაზე ჰქონდათ აქცენტი. ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებას ხომ არ დაავიწყდა. ეს იგივე ხალხია, რომელიც დღეს შეიკრიბა, არ ვიცი ტანსაცმელი თუ აქვთ ახალი, შეიძლება ამით იხელმძღვანელოს ჩვენმა საზოგადოებამ, თორემ ვინ არის იქ ახალი? ეს ხალხი არის წინა ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ამას ბედავენ. თუ ზოგიერთი ახალგაზრდა, რომელიც ამბობს, რომ მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და არაფერი ახსოვს, დღეს შევახსენებთ მათ, რომ იცოდნენ მათი დანაშაულები, რას სჩადიოდნენ. თავს უფლება მისცეს, რომ ჩვენს ეროვნულ დღესასწაულზე, თითქოს მასშტაბური აქცია უნდა ჩაატარონ“,-განაცხადა ყაველაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებამ ერი და ბერი გააერთიანა და აჩვენა, სად უნდა იდგეს საქართველო.

„რა თქმა უნდა, ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როცა ის ხალხს უსმენს და ისეთ ინსტიტუციებს, რომელსაც ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს. ხომ ფაქტია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს განახორციელა, ერთად დგას ერი და ბერი და ამას ვიცავთ. ყველამ ერთად დავინახეთ, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ“,-განაცხადა ყაველაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია