ირანმა ომის დაწყებიდან პირველი ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო, აშშ-მა ეკიპაჟის ერთი წევრი გადაარჩინა, მეორეს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN-ის წყაროებმა აქამდე ირანული სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ცნობები დაადასტურეს, რომ თეირანმა ომის დაწყებიდან პირველად ჩამოაგდო ამერიკული თვითმფრინავი. ირანელების თანახმად, მათ F-35 ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს, თუმცა CNN-ის წყაროების ცნობით, საუბარი F-15 ავიაგამანადგურებელზეა.
ორი წყაროს ინფორმაციით, ამერიკელებმა ეკიპაჟის ერთი წევრი გადაარჩინეს და მას სამედიცინო დახმარებას უწევენ. ეკიპაჟის მეორე წევრის მდგომარეობა ამ მომენტისთვის უცნობია. წყაროების ინფორმაციით, მას ჯერ კიდევ ეძებენ.