CNN - ირანმა ომის დაწყებიდან პირველი ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო, აშშ-მა ეკიპაჟის ერთი წევრი გადაარჩინა, მეორეს ეძებენ

ირანმა ომის დაწყებიდან პირველი ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო, აშშ-მა ეკიპაჟის ერთი წევრი გადაარჩინა, მეორეს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის წყაროებმა აქამდე ირანული სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ცნობები დაადასტურეს, რომ თეირანმა ომის დაწყებიდან პირველად ჩამოაგდო ამერიკული თვითმფრინავი. ირანელების თანახმად, მათ F-35 ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს, თუმცა CNN-ის წყაროების ცნობით, საუბარი F-15 ავიაგამანადგურებელზეა.

ორი წყაროს ინფორმაციით, ამერიკელებმა ეკიპაჟის ერთი წევრი გადაარჩინეს და მას სამედიცინო დახმარებას უწევენ. ეკიპაჟის მეორე წევრის მდგომარეობა ამ მომენტისთვის უცნობია. წყაროების ინფორმაციით, მას ჯერ კიდევ ეძებენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე