გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ავტომანქანა ქვეით ბავშვს დაეჯახა, შემთხვევის შედეგად 10 წლის ბიჭმა სხეულის დაზიანებები მიიღო.
თვითმხილველთა თქმით, მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ თანატოლებთან ერთად ბურთით თამაშობდა და ავტომობილების სავალ ნაწილზე ბურთს გაეკიდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული ბიჭი კლინიკაშია გადაყვანილი. ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგეგმება მისი რეფერირება გორიდან თბილისში - ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.