გიორგი შარაშიძე - ალიევის ვიზიტი იმიტომ შედგა, რომ შეხვედროდა ივანიშვილს - სავარაუდოდ, ეს არის მორიგი დემონსტრაცია, გზავნილი აშშ-სთვის

პირდაპირ ფაქტის წინაშე დავდექით, რომ პრეზიდენტი ალიევი არის საქართველოში, რაც არ ჰგავს ფორსმაჟორულ ვიზიტს, ეს დამალულ ვიზიტს ჰგავს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი შარაშიძის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა არის „გზავნილი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არის და იქნება“.

„არ მახსენდება მაღალი დონის ვიზიტის ასე გვიან დაანონსება. ფაქტობრივად დაანონსებაც არ ერქვა ამას, პირდაპირ ფაქტის წინაშე დავდექით, რომ პრეზიდენტი ალიევი არის საქართველოში. მე ნამდვილად არ მახსენდება სხვა არცერთი ასეთი შემთხვევა, როგორც წესი, მინიმუმ რამდენიმე დღით ადრე ვრცელდება ხოლმე ინფორმაცია. მით უმეტეს, პირველი ლედია მასთან ერთად, პროგრამაა გაწერილი და ა.შ. ეს არ ჰგავს ფორსმაჟორულ ვიზიტს, გუშინწინ რომ გადაწყვეტილიყო და დღეს უკვე ჩამოსულიყო, ამას არ ჰგავს, უფრო დამალულ ვიზიტს ჰგავს. ამის ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს.

მთავარი არის ის, რომ ეს ვიზიტი არ იყო იმიტომ, რომ ალიევი ყაველაშვილს შეხვედროდა, არც იმიტომ, რომ კობახიძეს შეხვედროდა, ეს ვიზიტი იყო იმიტომ, რომ შეხვედროდა ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ვიზუალური გამოვლინება იმისა, ვინ არის ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები. კარგად ჩანს, რა პოზიციას იკავებს კობახიძე და როგორ არიან წინა პლანზე ივანიშვილი და ალიევი. მოგეხსენებათ, რომ ივანიშვილი არ არის არცერთ ოფიციალური სტატუსისა და თანამდებობის მქონე პირი.

ალიევის და ივანიშვილის შეხვედრა არის გზავნილი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არის და იქნება და ვისაც სურს „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობის დალაგება, უნდა მიიღოს „ოცნება“ ისეთად, როგორიც არის. სავარაუდოდ, ეს არის ამის მორიგი დემონსტრაცია. ჩემი აზრით, ეს ნაკლებად არის [შიდა მოხმარების გზავნილი] უფრო მეტად საერთაშორისო, ყველაზე მეტად აშშ-სთვის“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა