პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ, სავარაუდოდ, ერთი პირი დააკავა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და იქ მყოფ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

ცოტა ხნის წინ ადგილზე უცნობი პირი მივიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა: „ნაცებო, ნაცებო“.

აღნიშნულმა ფაქტმა, ისინი გააღიზიანა, რის გამოც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

სიტუაციის განმუხტვა ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა სცადეს. მათ ერთი მოქალაქე პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ადგილიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დაკავებული შაკო ბაღდოშვილია.

„შემოვარდნენ, არაფრის გამო. თან პირჯვარს იწერდნენ. თან ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როდესაც გამოვეკიდეთ, რომ სახეზე მაინც დაგვეფიქსირებინა, პოლიციისთვის გვეცნობებინა, მეორე ადამიანი ზურგიდან მოეპარა ჩვენს თანამებრძოლს და იმანაც დაარტყა. სამართალდამცავებმა ხელი მოკიდეს, წაიყვანეს ჩვენი თანამებრძოლი. ეს ადამიანები არიან ფსევდო მართლმადიდებლები და ფსევდო მორწმუნეები. პირჯვრის წერასთან ერთად ადამიანზე პარალელურად ფიზიკურად იძალადეს“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მემორიალთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. დაპირისპირება მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოსთან, კერძოდ კი 9 აპრილის მემორიალთან სამართალდამცველების გამოჩენას, რომლებმაც კორდონის გაკეთება დაიწყეს.

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, აღნიშნულს კი მათი მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისმოდა შეძახილები, - „მონებო, მონებო“.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა