დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით, სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა მიმდინარეობს

დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სხვა სასულიერო პირებთან ერთად, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, წმინდა ბასილი დიდის წირვას აღავლენს, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართავს.

სამების ტაძარში დღეს არ შესრულდება ფეხთბანვის რიტუალი, რადგან მას ტრადიციულად სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, ილია მეორე ასრულებდა.

როგორც სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ყველა ტაძარში აღევლინება წირვა.

"ზიარების დაწესების დღეა, შეიძლება ეს დღე ასე განვიხილოთ და ასევე, გეთსიმანიაში ლოცვის დღე. ვიცით, რომ დიდი თავმდაბლობის ნიშნად, მან ფეხები დაბანა მოციქულებს და ასწავლა, რომ მათაც იგივე თავმდაბლობა უნდა გამოევლინათ მომავალში. ყველა ტაძარში აღევლინება წირვა. სრულიად საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო შეასრულებს წირვას, იქნება ქადაგება და ასევე, დღეს საღამოს წაიკითხება 12 ვნების სახარება 18:00 საათზე",-განაცხადა იოვანე მჭედლიშვილმა.

ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს