რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
როგორც მან აღნიშნა, ეს ადამიანები არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გასცეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ასე იქნება პროტესტის გზაც.
„არავის არ ელოდება ქართველი ხალხი იმისთვის, რომ მივიდეს 9 აპრილის მემორიალთან, პატივი სცეს დაღუპულთა ხსოვნას. ეს ადამიანები არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გასცეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ეს არის ჩვენი ხვედრი, ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ყველასთვის, ეს დამოუკიდებლობა არის ის, რაც ყველაზე ძვირფასია. ამაზე არც უფიქრიათ ერთ წუთი იმ ადამიანებს, რომლებიც აქ იყვნენ. ბოლომდე იდგნენ ყველა, გაფრთხილების მიუხედავად. იდგნენ და დარჩნენ. ასე იქნება პროტესტის გზა, რომელიც ბოლომდე იდგება, რადაც არ უნდა დაუჯდეს. იმიტომ, რომ ამათი გაშვება არ იქნება. No pasarán - ეს არის ჩვენი გზავნილი. რაც არ უნდა აქ მოვიდნენ და ვითომც და პატივი სცენ, თუნდაც დაიჩოქონ, არაფერი ეშველებათ. ესენი [„ქართული ოცნება“] არიან ისინი, ვინც საქართველოს ყიდის, საქართველოს დამოუკიდებლობას ყიდიან და არიან მზად იმისთვის, რომ თავიანთი გამდიდრებისთვის, ძალაუფლებისთვის, რომელიც არ გააჩნიათ, ყველაფერი გასცენ და ყველაფერი მისცენ რუსებს. ეს მემორიალი არის სწორედ ის მემორიალი, სადაც ვერ უნდა მიდიოდნენ. არ კი არა, ვერ უნდა მიდიოდნენ. ნათელია რამდენი პოლიციელი სჭირდებათ იმისთვის, რომ აქამდე მოვიდნენ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.