აქტივისტის ინფორმაციით, პარლამენტთან დააკავეს მამაკაცი, რომელიც ცდილობდა მემორიალიდან ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მიტანილი ყვავილები გაეტანა

პარლამენტთან, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად მოქალაქეები ამ დრომდე მიდიან, პოლიციამ, ცოტა ხნის წინ, ერთი პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ მეყანწიშვილმა განუცხადა, მამაკაცი ცდილობდა მემორიალის ტერიტორიიდან გაეტანა ის თაიგულები, რომელიც მთავრობამ დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად მიიტანა.

მისი თქმით, მამაკაცმა ასევე შეიგინა ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა.

„რუსების მოტანილი „ვენოკები" ბღალავდა 9 აპრილის მემორიალის მთავარ ფუნდამენტს. ეს არ იყო პატივისცემა იმ დაღუპული გმირების მიმართ, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის რუსეთთან ბრძოლაში დაიღუპნენ. რუსებმა ამ ადამიანებს ტანკებით გადაუარეს, თავები მოკვეთეს ბარებით და სრულად ლეგიტიმურად გაჰქონდა ამ ადამიანს, რუსების მიერ მოტანილი „ვენოკები". ასევე, შეაგინა რუს ბიძინა ივანიშვილს, რაც მისი გამოხატვის თავისუფლებაა და ამის გამო დააკავეს“,- განაცხადა მარიმა მეყანწიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს