დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 9 აპრილთან დაკავშირებით - ჩვენ გვახსოვს ეს დღეები - უდიდესი ტრაგედია, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, გაერთიანებული ერი, ერთმანეთის მანუგეშებელი ხალხი და ერთმანეთის ჭირისუფალი

ჩვენ გვახსოვს ეს დღეები - უდიდესი ტრაგედია, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, გაერთიანებული ერი. ერთმანეთის მანუგეშებელი ხალხი და ერთმანეთის ჭირისუფალი. ეს დღეები, მე პირადად ძალიან მაგონებდა პატრიარქის გარდაცვალების დღეს, როდესაც მთელი ერი გაერთიანდა,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პანაშვიდზე მოიხსენიეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულები და ასევე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის სული.

„37 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან, ამ ტრაგედიიდან, და იმ დღეებს, ვინც შევესწარით, გასული ამ 37 წლის განმავლობაში მაინც წარუშლელია ეს მეხსიერება. ჩვენ გვახსოვს ეს დღეები - უდიდესი ტრაგედია, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, გაერთიანებული ერი, ერთმანეთის მანუგეშებელი ხალხი და ერთმანეთის ჭირისუფალი. ეს დღეები, მე პირადად, ძალიან მაგონებდა პატრიარქის გარდაცვალების დღეს, როდესაც მთელი ერი გაერთიანდა და ერთმანეთის ჭირისუფალი იყო, თან იყო დიდი მწუხარება და თან დიდი იმედი, რომ პატრიარქის დანატოვარი და პატრიარქის მიერ დაწყებული მიზნები იქნებოდა მიღწეული ერთობით და სიყვარულით.

დღეს პანაშვიდზე მოვიხსენიეთ გარდაცვლილების სულები, რომლებიც 37 წლის წინ 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაიცვალნენ და ასევე, კათოლიკოს-პატრიარქის სული. დღეს არის დიდი ხუთშაბათი და ლოცვითი დღეები კვლავ განგვაწყობს ლოცვისთვის და იმ სიღრმის გააზრებისთვის, რასაც ნიშნავს დღევანდელი დღე და ასევე, წინ გვაქვს აღდგომამდე კიდევ მსახურებები და მნიშვნელოვანი დღეები, რომლებიც ქრისტიანმა უნდა გაიაზროს. ასე რომ, მთავარი ყურადღება ამაზე გვაქვს ახლა ეკლესიას.“- განაცხადა ჯაღმაიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს