მარიზი კობახიძე - „ქართული ოცნების“  წარმომადგენლები შარშანაც ვერ გაეკარნენ მემორიალის ტერიტორიას, გამწარებული დედები იძულებულები გავხდით, ასე მოვქცეულიყავით - დღეს ჟურნალისტებთანაც არ გაჩერდნენ, ყვავილის შორიდან სროლა გამოუვიდათ

37 წელია 9 აპრილის მემორიალთან მივდივარ და ასეთი არაფერი მინახავს. მოვიდნენ და ჟურნალისტებთანაც არ გაჩერდნენ, ისე გამოუვიდათ, ყვავილს შორიდან რომ ისვრი და დააგდებ, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ პარლამენტთან დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

პატიმრის დედამ პოლიტიკოს ირაკლი ბათიაშვილთან საუბარზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად ბათიაშვილის პროსახელისუფლებო პოზიციისა, ის აქციების ფარგლებში დაკავებული პირების გათავისუფლების მომხრეა.

„9 აპრილი ჩემთვის 1989 წლიდან მოყოლებული, მნიშვნელოვანი დღე არის. ყოველ წელს მივდივარ მემორიალთან და ყვავილებით მივაგებ პატივს გარდაცვლილებს. თითოეული გარდაცვლილის სამძიმარზე ვარ ნაყოფი. რადგან 9 აპრილის მონაწილე ვარ, ვთვლი, რომ ამ მარიონეტ ხელისუფლებას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ იქ პატივი მიაგოს გარდაცვლილებს. ერთხელ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს კიდეც, 9 აპრილს ნიჩბებით კი არ დაჩეხეს, ეს იყო ჭყლეტაში მოყოლილი ადამიანების ჯგუფიო. მათ არ აქვთ მორალური უფლება იქ მოსვლის და ჩვენ, გამწარებული დედები იძულებულები გავხდით, შარშანაც ასე მოვქცეულიყავით. შარშან ისინი ვერ გაეკარნენ ტერიტორიას, ვინც მოვიდა, მათ მიიღეს საკადრისი პასუხი.

წელს ჩვენ თანახმა ვიყავით, რომ მოსულიყვნენ და ვუთხარით, რომ მზად უნდა ყოფილიყვნენ, თითოეული ჩვენი კითხვისთვის ეპასუხათ. ბევრჯერ ჭამეს სირცხვილი და დღეს კიდევ უფრო მეტად. ეს ამდენი პოლიცია, ეს ამდენი პატრული, საპატიო ყარაული... 37 წელია 9 აპრილის მემორიალთან მივდივარ და ასეთი არაფერი მინახავს. მოვიდნენ და ჟურნალისტებთანაც არ გაჩერდნენ, ისე გამოუვიდათ, ყვავილს შორიდან რომ ისვრი და დააგდებ.

იქ ჩვეულებრივად მოვიდა სალომე ზურაბიშვილი და მისთვის არავის სიტყვა არ უთქვამს. განა არ იყო იმ ხალხში ისეთი, რომ სალომე გულზე არ ეხატება. მე მაგალითად, დღეს იქ შევხვდი ირაკლი ბათიაშვილს, მივესალმე, არავის ზედმეტი არ უთქვამს მისთვის მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ხელისუფლების პროპაგანდისტია. ვუთხარი, რომ მეც 9 აპრილის მონაწილე ვარ და ვიცი, რა წვლილი აქვს მას შეტანილი ამ დღეს. მახსოვს, როგორ გადაურჩა სიკვდილს, მასაც მოხვდა და ყველას ეგონა, რომ მოკვდებოდა. ერთმანეთს ძალიან კორექტულად ვესაუბრეთ. ხელში თორნიკეს სურათი მეჭირა და ვაჩვენე, კარგი შვილი გავზარდე და რატომ უნდა იყოს ციხეში-მეთქი. მითხრა, რომ იშვიათად ჩანს ეკრანზე, მაგრამ სადაც გამოდის, ყველგან ამბობს თურმე, რომ ეს პატიმრები თავისუფლები უნდა იყვნენ, იქვე ადგილზეც თქვა ეს. ასეთ ადამიანს, მოგწონს ის თუ არა, მადლობას ეტყვი, როცა ის თავის აზრს ხმამაღლა დააფიქსირებს. კი ლანძღეს მერე ქოცებმა კომენტარებში, ეს რატომ თქვიო“, - განაცხადა მარიზი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს