ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ მოკლული მამისა და ომში დაღუპულებისთვის „შურს იძიებს“, ჰორმუზის სრუტის მართვას "ახალ ფაზაში" გადაიყვანს და მოითხოვს კომპენსაციას ზიანისთვის

ირანის ახალი უზენაესი ლიდერის განცხადებით, ის "შურს იძიებს" მოკლული მამისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა, მოჯთაბა ხამენეის განცხადებაზე დაყრდნობილი ავრცელებს.

მოჯთაბა ხამენეის თქმით, ის "შურს იძიებს" მოკლული მამისთვისა და ყველასთვის, ვინც ომში დაიღუპა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის მართვას "ახალ ფაზაში" გადაიყვანს.

მისი თქმით, ირანი ომს არ ეძებს, მაგრამ თავის უფლებებს არ დათმობს, "და ამ მხრივ წინააღმდეგობის მთლიან ფრონტს ერთიანად განვიხილავთ".

"ნამდვილად მოვითხოვთ კომპენსაციას ყოველი მიყენებული ზიანისთვის, და ამ სისხლის ფასს მოკლულებისთვისა და კომპენსაციას ამ ომში დაშავებულებისთვის", - განაცხადა მოჯთაბა ხამენეიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს