ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ მოკლული მამისა და ომში დაღუპულებისთვის „შურს იძიებს“, ჰორმუზის სრუტის მართვას „ახალ ფაზაში“ გადაიყვანს და მოითხოვს კომპენსაციას ზიანისთვის

ირანის ახალი უზენაესი ლიდერის განცხადებით, ის "შურს იძიებს" მოკლული მამისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა, მოჯთაბა ხამენეის განცხადებაზე დაყრდნობილი ავრცელებს.

მოჯთაბა ხამენეის თქმით, ის "შურს იძიებს" მოკლული მამისთვისა და ყველასთვის, ვინც ომში დაიღუპა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის მართვას "ახალ ფაზაში" გადაიყვანს.

მისი თქმით, ირანი ომს არ ეძებს, მაგრამ თავის უფლებებს არ დათმობს, "და ამ მხრივ წინააღმდეგობის მთლიან ფრონტს ერთიანად განვიხილავთ".

"ნამდვილად მოვითხოვთ კომპენსაციას ყოველი მიყენებული ზიანისთვის, და ამ სისხლის ფასს მოკლულებისთვისა და კომპენსაციას ამ ომში დაშავებულებისთვის", - განაცხადა მოჯთაბა ხამენეიმ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა