აქტივისტმა შაკო ბაღდოშვილმა, რომელიც პარლამენტთან დაპირისპირების დროს ტერიტორიიდან გაიყვანეს, პოლიციის შენობა დატოვა.
ის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
ცნობითვის, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილით აქტივისტებსა და მოქალაქეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების განმუხტვის მომენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთ-ერთი აქტივისტი, შაკო ბაღდოშვილი, ტერიტორიიდან წაიყვანეს.როგორც ადგილზე მყოფმა სხვა აქტივისტებმა განაცხადეს, უცნობი მოქალაქე მათთან მივიდა და მიმართა: „ნაცებო, ნაცებო“, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.