აქტივისტმა შაკო ბაღდოშვილმა, რომელიც პარლამენტთან დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს, პოლიციის შენობა დატოვა

აქტივისტმა შაკო ბაღდოშვილმა, რომელიც პარლამენტთან დაპირისპირების დროს ტერიტორიიდან გაიყვანეს, პოლიციის შენობა დატოვა.
ის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
ცნობითვის, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილით აქტივისტებსა და მოქალაქეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების განმუხტვის მომენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთ-ერთი აქტივისტი, შაკო ბაღდოშვილი, ტერიტორიიდან წაიყვანეს.როგორც ადგილზე მყოფმა სხვა აქტივისტებმა განაცხადეს, უცნობი მოქალაქე მათთან მივიდა და მიმართა: „ნაცებო, ნაცებო“, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

























