დღეს პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართება

დღეს პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი იქნებიან.

ირანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დელეგაცია 71 ადამიანისგან შედგება, ხოლო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც.

CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები როგორც არაპირდაპირ, ისე პირდაპირ ფორმატებში გაიმართება.

წყაროს ცნობით, მხარეები პაკისტანის შუამავლობით მოლაპარაკებების დღის წესრიგზე შეთანხმებიდან, ხოლო შემდეგ შეხვედრას პირისპირ გააგრძელებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს