უკრაინული მედია - უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა შედგა, რის შედეგადაც უკრაინაში 175 სამხედრო მოსამსახურე და 7 სამოქალაქო პირი დაბრუნდა.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ტყვეობიდან დაბრუნებულებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, სამოქალაქო პირები.

„ჩვენი მეომრები უკრაინას სხვადასხვა ფრონტზე იცავდნენ: მარიუპოლის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, სუმის, კიევისა და კურსკის მიმართულებებზე. ზოგიერთი მათგანი დაჭრილია. უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა”, - აცხადებს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს