გიგა ბოკერია - ვურჩევ ივანიშვილის რეჟიმს, ორბანისგან ერთადერთი სწორი რამ ისწავლონ - ახლო მომავალში მასავით შეეგუონ მარცხს და მშვიდობიანად დათმონ ძალაუფლება!

ივანიშვილის რეჟიმი და მისი პროპაგანდა მრავალი წელია ორბანს ყოველმხრივ სამაგალითო ლიდერად წარმოგვიჩენს - ამიტომ, ვურჩევ მათ, ერთადერთი სწორი რამ ისწავლონ მისგან - ახლო მომავალში მასავით შეეგუონ მარცხს და მშვიდობიანად დათმონ ძალაუფლება, - ამის შესაებ „ფედერალისტების“ ლიდერი, გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში წერს, რითაც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია "ტისას" გამარჯვებას ეხმაურება.

„უნგრეთისთვის უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ, "ტისამ" გაიმარჯვა. ვიქტორ ორბანმა აღიარა მარცხი და "ტისას" ლიდერს, პიტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა. ივანიშვილის რეჟიმი და მისი პროპაგანდა მრავალი წელია ორბანს ყოველმხრივ სამაგალითო ლიდერად წარმოგვიჩენს. ამიტომ, ვურჩევ მათ, ერთადერთი სწორი რამ ისწავლონ მისგან - ახლო მომავალში მასავით შეეგუონ მარცხს და მშვიდობიანად დათმონ ძალაუფლება“, - წერს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 45.71%-ის დათვლის შემდეგ, პარტია „ტისა“ ლიდერობს. ამ მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 135 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 57 ადგილს.

ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა და „ტისას“ გამარჯვება მიულოცა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს