წინასწარი მონაცემებით, პერუში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

წინასწარი მონაცემებით, პერუში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება , - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პერუში კვირას საყოველთაო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ამომრჩეველი ქვეყნის პრეზიდენტსა და კონგრესის შემადგენლობას ირჩევდა.

საარჩევნო პროცესი შეფერხებებით წარიმართა და დედაქალაქ ლიმაში 52 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო. აღნიშნულის შედეგად, პერუს ეროვნულმა საარჩევნო ორგანომ, ONPE-მ ბიულეტენების დათვლის პროცესის დაწყების შემდეგ ხმის მიცემის ვადის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

ბოლო მონაცემებით, პერუში ხმების 37%-ია დათვლილი. ამ დროისთვის, საპრეზიდენტო არჩევნებში პერუ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფუხიმორის ქალიშვილი, კონსერვატორი კეიკო ფუხიმორი ხმების 17.17%-ით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილს 16.97%-ით ლიმას ყოფილი მერი, მემარჯვენე რაფაელ ლოპეს ალიაგა იკავებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში რეკორდული რაოდენობის 35 კანდიდატი მონაწილეობდა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის ხმების 50%-ზე მეტია საჭიროა. თუ ხმების საჭირო რაოდენობას ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს, მაშინ პერუში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 ივნისს გაიმართება.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს