დონალდ ტრამპი - ნატო ჩვენს გვერდით არ იყო და არც მომავალში იქნება

ნატო ჩვენს გვერდით არც მომავალში იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ნატო ჩვენს გვერდით არ იყო და ჩვენს გვერდით არც მომავალში იქნება“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა რომის პაპი ლეო XIV ირანთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„პაპ ლეოს ვინმემ უთხრას, რომ ირანმა ბოლო ორი თვის განმავლობაში სულ მცირე, 42 000 უდანაშაულო, სრულიად შეუიარაღებელი დემონსტრანტი მოკლა და ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა სრულიად მიუღებელია“, - აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რომის პაპმა ლეო XIV-მ ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენჯერმე გააკრიტიკა და დონალდ ტრამპს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

ორშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტია და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საშინელია“.

„არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს, რადგან მე ზუსტად იმას ვაკეთებ, რისთვისაც დიდი უპირატესობით ამირჩიეს. მე რომ თეთრ სახლში არ ვყოფილიყავი, ლეო ვატიკანში არ იქნებოდა“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს