მინისტრი - დამსანქცირებელი ქვეყნისთვის გვიკითხავს, იქნებ სახელები და გვარები გვითხრათ, ვის ასანქცირებთ, რათა მან იცოდეს, რომ თქვენს დიდებულ ქვეყანას აღარ ეწვიოს და აღარ შემოგინგრიოთ კარი - სახელებს და გვარებსაც არ ასახელებენ

სანქციები უსამართლო დამოკიდებულების კარგი მაგალითია, თუ როგორ ხდება ქვეყნის შანტაჟი და ზეწოლა უშუალოდ ადამიანებზე, გარკვეული შიშის თუ სხვადასხვა გრძნობების გაჩენის მეთოდებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ცალკეული ქვეყნები არც კი ასახელებენ იმ ადამიანების სახელებს და გვარებს, თუ ვის ასანქცირებენ.

„ხშირ შემთხვევაში იყო ასეთი შემთხვევები, დამსანქცირებელი ქვეყნისთვის, რომელიც გააცხადებდა „ტვიტერზე“, რომ ასანქცირებდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ლეგიტიმურად გვიკითხავს, იქნებ სახელები და გვარები გვითხრათ იმ ადამიანების, ვის ასანქცირებთ, რათა მან იცოდეს, რომ თქვენს დიდებულ ქვეყანას აღარ ეწვიოს და აღარ შემოგინგრიოთ კარი. სახელებს და გვარებსაც არ ასახელებენ ხოლმე და ეს განცხადებად რჩება. რა გითხრათ, ცხადად ჩანს, სად იწერებოდა ეს სანქციები ისიც ვიცით. შეგიძლიათ შეადაროთ, შეცდომებიც კი ერთნაირია, სახელებიც და გვარებიც. კიევში დაწერილი სანქციები როგორ გადაკოპირდა სხვა ქვეყნების მიერ, ასეთიც იყო. შეგიძლიათ ნახოთ, დაშვებული შეცდომებიც კი ვერ გაასწორეს, გვარები რომ გაესწორებინათ და ასე შემდეგ. ერთი მხრივ, არასერიოზულია, თუმცა მეორე მხრივ, სერიოზული არის. ჩვენ ვერ დავტოვებთ უყურადღებოდ ამ საკითხს. გარდა იმისა, რომ განცხადებებს ვაკეთებ, ჩვენ კონკრეტულ შემთხვევებში კონკრეტული ნაბიჯებიც იდგმება. ყველაფერზე აქ ვერ ვისაუბრებ, თუმცა გვაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყანასთან. სხვადასხვა უწყებებთან, რომ ის უსამართლო ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მიმართ გადაიდგა, გამოსწორდეს. იმედი მაქვს, ჩვენ გარკვეული პროგრესი გვექნება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია